ლაშა გაბუნია ჯგუფ „აუტსაიდერის” აქამდე უცნობ ვიდეოს აქვეყნებს

Billboard
30 მაისი, 2024

ჟურნალისტი ლაშა გაბუნია ჯგუფ „აუტსაიდერის” აქამდე უცნობ ვიდეოს აქვეყნებს. ვიდეო 1995 წლის პირველ იანვარს არის გადაღებული და მასში „აუტსაიდერი” პირველად ასრულებს სიმღერას ნიღბები”.

ვიდეოს ისტორიაზე ბილბორდ საქართველოს თავად ლაშა გაბუნია ესაუბრა:

„ჩვენ გვქონდა ასეთი „ნიღბების კლუბი”, რომელიც ქუთაისში დავაარსეთ არაოფიციალურად 1994 წლის 8 ნოემბერს და ყოველი თვის 8 რიცხვში ქალაქის სხვადასხვა ადგილას ვაკეთებდით აქცია-რეპეტიციებს. ეს „ნიღბების კლუბი” შეიქმნა სწორედ „აუტსაიდერის” ირგვლივ, რომელიც იმ დროს პროდიუსერისა და მენეჯერის გარეშე დარჩა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ჯგუფთან ერთად რაღაც ღონისძიებები გაგვეკეთებინა. ეს არ ეხებოდა მხოლოდ მუსიკას. აქ იყო გამოფენებიც, სხვა კულტურული ღონისძიებებიც. ეს პირველი იანვრის აქცია კი, ასე ვთქვათ, რიგგარეშე იყო, რადგან არ იყო 8 რიცხვი. ახალ წელს შევხვდით ჩვენი კლუბის წევრ კახა კახიძის სახლში, შემდეგ კი გარეთ გამოვედით და სხვადასხვა ქუჩაზე რობი სიმღერებს მღეროდა. მაგალითად, პირდაპირ ქუთაისის მერიის კაბინეტთან იმღერა „მაფია მშია” და პოლიციელები გამოვიდნენ. მერე უკვე სხვა უბანში ერთმა პოლიციელმა მეგაფონიც კი გვათხოვა, რომ გვემღერა. ბოლოს კი წავედით „აუტსაიდერის” ყოფილი მენეჯერისა და ნათლიის, ვახტანგ ნებიერიძის, იგივე სტრადივარის სახლში და სწორედ იქ არის ჩაწერილი ეს სიმღერაც.

ეს იყო პირველი რეპეტიცია 1995 წელს და, როგორც მახსოვს, „ნიღბებიც” პირველად ზუსტად მანდ შესრულდა – რობი ტექსტშიც იყურებოდა. იქ ნარდზე ვინც უკრავს, ის არის მაშინ ახლადაყვანილი დრამერი გია შილაკაძე, ბასგიტარაზე კი – საბა კუპრაშვილი. მე იმ დროს ტელევიზიაში ვმუშაობდი და რაც შემეძლო, ყველაფერს ვიღებდი ჩემს ოპერატორებთან ერთად. ასე რომ, ეს ვიდეოკასეტა მე მაქვს და ეს მასალაც პირველად გამოქვეყნდა. ამავე დღის მეორე ვიდეოც დავდე, რომელიც უკვე კახა კახიძის სახლში არის გადაღებული.

ეს მთელი ღამის ბოდიალი კი დავასრულეთ მერაბ ბერძენიშვილის დიდების მემორიალი რომ იყო, მემორიალთან კი არა, მემორიალში. ამის ვიდეომასალაც მიდევს. ძალიან მაღალი ძეგლი იყო ძალიან გრძელი კიბეებით, იქ ავედით ბოლომდე და ასე დავასრულეთ დღე.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯონ ბონ ჯოვი 2024 წლის 17 აპრილს ლონდონში. ფოტო: ტიმ უაითი

ჯონ ბონ ჯოვის თქმით, მისი შვილი ჯეიკი მილი ბობი ბრაუნთან ქორწინებით ბედნიერია

შემდეგი სტატია

კენდრიკ ლამარს TDE-ს პრეზიდენტმა ფოტოზე დასცინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

50 Cent-ის თქმით, თანამედროვე რეპის შესაქმნელად მან თავისი „სულელური მხარე” უნდა გამოიყენოს

„ახლანდელ მუსიკას თუ გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ სისულელე უნდა გავაკეთო,” - პასუხობს რეპერი კითხვაზე, თუ რატომ აღარ ქმნის მუსიკას ისეთი სიხშირით, როგორც ადრე.
მეტი

Billboard-მა ახალი სარედაქციო მიმართულება –  Billboard Family წარადგინა

Billboard Family იქნება სივრცე მშობლებისა და შვილებისათვის და მასზე მხოლოდ საგანგებოდ გაფილტრული და შერჩეული მასალა განთავსდება. მასალა საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება და გააერთიანებს სიახლეებს, ჩარტებსა და ვიდეოებს.
მეტი
Aine Merme FKA Natuka Natsvlishvili ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

Aine Merme-ს სადებიუტო  EP

„ალბომს ორი სახელი აქვს. ერთი მის შინაარსობრივ ნაწილს პასუხობს, მეორე - ფორმას: Dreams Unseen [Guitar’s not dead]“ - Aine Merme
მეტი