თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი იწყება

ფესტივალი წელს მეოთხედ ტარდება და მასში 6 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.

1-4 ივნისს გოგი თოდაძის სახელობის თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორები ეროვნული სასახლე და საქართველოს ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტია. ღონისძიება თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. 

წლევანდელი პროგრამა 6 ქვეყნის 10-მდე სპექტაკლისგან შედგება. ბავშვებისთვისა და ახალგაზრდებისთვის ასევე ჩატარდება საერთაშორისო სემინარები თეატრის (როგორც თოჯინური, ასევე დრამატული) მიმართულებით. ფესტივალში პირველად მიიღებს მონაწილეობას ჩინეთის საბავშვო თეატრი, რომელიც ტრადიციულ ჩინურ ოპერას წარმოადგენს. 

თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების ფესტივალი 2018 წელს დაარსდა, 2022 წლიდან კი ის გოგი თოდაძის სახელს ატარებს. წელს ფესტივალი მეოთხედ ტარდება.

ფესტივალის მიზანია თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია, ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენა, საბავშვო და ახალგაზრდული თეატრალური სტუდიების საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა, მოზარდთა შემოქმედების ერთმანეთისთვის გაცნობა და გამოცდილების გაზიარება. 

ფესტივალს მინიჭებული აქვს ევროპის კომისიის პროგრამის EFFE ხარისხის ნიშანი.

Სრული პროგრამა შეგილიათ იხილოთ ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Moana 2

Moana 2-ის ტრეილერმა დისნეის ანიმაციური ფილმების ყველაზე ყურებადი ვიდეოს რეკორდი მოხსნა

შემდეგი სტატია

უილი ნელსონმა ახალი ალბომი გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი