მოუსმინეთ: Machine Gun Kelly პოპ პანკ ალბომს Mainstream Sellout ავრცელებს

ცნობილი ამერიკელი რეპერი და პოპ პანკ შემსრულებელი Machine Gun Kelly ახალ, რიგით მეექვსე სტუდიურ ალბომს Mainstream Sellout ავრცელებს. ეს უკვე მეორე კოლაბორაციული პოპ პანკ ჩანაწერია, რომელზეც არტისტმა დრამერ ტრევის ბარკერთან ერთად იმუშავა. 

16-ტრეკიანი ალბომი მოიცავს კომპოზიციას Twin Flame, რომელიც ქელიმ თავის შეყვარებულს, მსახიობ მეგან ფოქსს მიუძღვნა. ნამუშევარში აგრეთვე შედის მომღერალ უილოუსთან, Blackbear-თან და რეპერ ლილ ვეინთან ერთად ჩაწერილი სიმღერები. “ამ ადამიანს აქვს ყველაფერი, რაც მიყვარდა ხოლმე როკ ვარსკვლავებში”, – აღნიშნა მეშინმა გამოცემა Billboard-თან ვეინის ვერსებზე საუბრისას.

ჩანაწერში აგრეთვე მონაწილეობენ ჰიპ ჰოპ არტისტები: Young Thug, Gunna და Iann Dior, აგრეთვე ბრიტანული როკ ბენდი Bring Me the Horizon.

კოლსონ ბეიკერი, ფსევდონიმით Machine Gun Kelly, შტატ ოჰაიოს ქალაქ კლივლენდში მცხოვრები რეპერი, მომღერალი და მსახიობია. არტისტი ფართო საზოგადოებამ 2010 წელს გაიცნო, როდესაც საკუთარი სახსრებით მიქსტეიპი Lace Up გამოუშვა. ორი წლის შემდეგ გაყიდვაში ამავე სახელწოდების ალბომი ჩაეშვა, რომელმაც Billboard 200-ის ჩარტში მეოთხე ადგილი დაიმსახურა. ქელის მოღვაწეობის განმავლობაში 6 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. პირველი ოთხი ჰიპ ჰოპ ნამუშევარია, ორი Tickets to My Downfall და Mainstream Sellout კი პოპ პანკი, რომლებზეც დრამერ ტრევის ბარკერთან ერთად იმუშავა.

არტისტის კარიერის ყველაზე გახმაურებული მომენტი ეპოქალურ კოლეგასთან, ემინემთან დაპირისპირებას უკავშირდება. ამ უკანასკნელმა თავის 2018 წლის ტრეკში Not Alike მეშინ გან ქელის საკუთარ შვილზე, ჰეილიზე საუბარი აუკრძალა. 2012 წელს ქელიმ გოგონას “ძალიან სექსუალური” (Hot as fu*k) უწოდა, რამაც, როგორც ჩანს, რეპერი გაანაწყენა. კოლსონი ემინემს დის-კომპოზიციით Rap Devil გამოეხმაურა, პასუხად კი ჰიტი Killshot მიიღო.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მოუსმინეთ: Cardi B სამერ უოკერისა და SZA-ს ტრეკში No Love

შემდეგი სტატია

ნახეთ: Tyler, the Creator ახალ კლიპს Come On Let’s Go ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი

Skazz-ის ახალი ალბომი Transit

Transit-ში შესული რვა კომპოზიცია თბილისის სხვადასხვა სივრცესა და მათთან დაკავშირებულ ისტორიებს აერთიანებს.
მეტი