Latin Women In Music 2024-ის ცერემონიის სახით აუდიტორიამ ემოციური შოუ იხილა

2024 წლის შოუმ ლათინური ამერიკის მუსიკალური სცენის სხვადასხვა თაობის ვარსკვლავი გააერთიანა.
ფოტო: ჯონ პერა / TELEMUNDO

9 ივნისს მაიამიში Billboard-ის ორგანიზებით Latin Women In Music-ის საზეიმო საღამო გაიმართა. 2024 წლის შოუ ლათინური ამერიკის მუსიკალური სცენის სხვადასხვა პერიოდის ვარსკვლავებს მიეძღვნა, რამაც ღონისძიება ემოციურ სანახაობად აქცია. 

მაყურებელმა ეთერში შოუს ჩანაწერი იხილა, რომლის პროდიუსინგზე ცნობილმა სატელევიზიო ქსელმა Telemundo-მ იმუშავა. საღამოზე პატივი მიაგეს სხვადასხვა თაობის ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან გლორია ესტეფანი, სალსას ლეგენდა La India, ანა ბარბარა, კენი გარსია, ანხელა აგილარი, კოლუმბიელი ამომავალი ვარსკვლავი კალი უჩისი და ლათინოამერიკელი მსოფლიო ვარსკვლავი კამილა კაბელიო. 

საღამომ ვეტერანი და ახალი ვარსკვლავები ერთ სივრცეში გააერთიანა, რითაც ლათინური ამერიკის მუსიკალური სცენის მემკვიდრეობა წარმოაჩინა. ღონისძიებაზე 55 წლის მომღერალმა  La India-მ მსმენელის წინაშე თავისი ჰიტები შეასრულა და აუდიტორიას სიტყვითაც მიმართა. მომღერალმა ანა ბარბარამ კი გაამხილა, რომ მრავალი წლის წინ, როცა მაიამის ესტუმრა, მისი სურვილი იყო, რომ გლორია ესტეფანს შეხვედროდა. 

საღამოს მსვლელობისას სიტყვით გამოვიდა ღონისძიების კიდევ ერთი მთავარი გმირი კენი გარსია. მისი თქმით, ძალიან ამაღელვებელია იმ ქალებს შორის ყოფნა, რომლებსაც ასე ეთაყვანება.

Latin Women In Music-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი კამილა კაბელიოს სიტყვით გამოსვლა იყო. მან მადლობა თავის მშობლებს გადაუხადა. “როდესაც სამყაროში ამდენი ტანჯვის მომსწრე ვართ, დედაჩემი მახსენებს, რომ ამ პლანეტაზე სიყვარულიც არის. დედა, მიყვარხარ. და მიყვარხარ შენ – გლორია ესტეფან,” – თქვა არტისტმა სცენაზე გამოსვლისას. 

ღონისძიება Billboard-ის დაჯილდოების, Woman of the Year-ის პროდუქტია და მისი ლათინურიამერიკული ანალოგია. ცერემონიაზე არაერთი მონაწილის საგანგებო მადლობის ადრესატი სწორედ გამოცემა Billboard იყო. 

“მადლობას ვუხდი Billboard-ს, რომ ქალებისთვის ამას აკეთებს. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი ბარიერი გვხვდება, რომლებიც უნდა გადავლახოთ, მაგრამ წინ კარგად მივიწევთ,” – აღნიშნა ანა ბარბარამ ჯილდოს მიღებისას წარმოთქმულ სიტყვაში. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

The Tiger Lillies – ალტერნატიული კაბარეს ნათლიები Tbilisi Open Air-ის სცენაზე

შემდეგი სტატია

M.I.A. – მსოფლიო მუსიკალური სცენის მეამბოხე არტისტი

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი