50 Cent-ის თქმით Drake-ს კენდრიკ ლამართან დაპირისპირებით არაფერი დაუკარგავს

„როდესაც ვინმესთან უთანხმოება მაქვს, ამან შეიძლება მისი კარიერა სამუდამოდ დააზიანოს“, – ამბობს 50 Cent.
50 Cent 2022 წლის 5 იანვარი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, ფოტო: გილბერტ ფლორესი
50 Cent 2022 წლის 5 იანვარი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, ფოტო: გილბერტ ფლორესი

31 ივლისს The Hollywood Reporter-ში 50 Cent-ის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც რეპერმა და G-Unit-ის მაგნატმა კენდრიკ ლამარსა და Drake-ს შორის დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„ეს არის ჰიპ-ჰოპი. ეს ბუნებრივი კონკურენციაა. Drake-ის დამოკიდებულება და არჩევანი ჩემ თავს მახსენებს. ყველამ საკადრისი უნდა მიიღოს, ვფიქრობ ეს  Drake-ის  წარმატების და გამოწვევის ერთადერთი გზაა.“

50 Cent-ის თქმით, როდესაც არსებობს ისეთი დომინანტი არტისტი, როგორიც Drake-ია, სხვა რეპერები კონკურენტულ გარემოში ყოველთვის ელიან მის დაცემას, რათა მისი ადგილი დაიკავონ. 

„ჩვენს კულტურას უყვარს წარმატებული არტისტები, რადგან ეს დასტურია იმისა, რომ მათ ეს შეუძლიათ, თუმცა, როცა  ფეხზე მყარად დგახარ, სურვილი გიჩნდება, რომ მუდმივად ასე იყოს. სხვა არტისტები კი შენს ტახტიდან ჩამოსვლას ელიან,  რათა შანსი მათაც მიეცეთ. ეს ჩვეულებრივი სამუშაო ეთიკაა.“ – ამბობს  50 Cent.

კენდრიკისა და Drake-ის  კონკურენცია წლების წინ დაიწყო, როდესაც კენდრიკ ლამარმა ის 2013 წელს Big Sean-თან ერთად ჩაწერილ სიმღერა Control-ში ახსენა და თამაშში ჩართვისკენ მოუწოდა. წლების განმავლობაში ეს დაპირისპირება არტისტების მუსიკაში, ინტერვიუებში და საჯარო გამოსვლებში სხვადასხვა სახით იჩენდა თავს, თუმცა მაისის მიწურულს ეს კონფლიქტი მინელდა. გულშემატკივრების აზრით კი ამ დაპირისპირებაში კენდრიკ ლამარმა გაიმარჯვა, რასაც კენდრიკ ლამარის სიმღერა Not Like Us ადასტურებს. სიმღერა ბილბორდ საუკეთესო 100-ში მესამე ადგილს იკავებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

17 აგვისტოს „სოციალური სივრცე” ფესტივალს All Day I Dream უმასპინძლებს

შემდეგი სტატია

სნუპ დოგმა ელისაბედ მეორეთან თავის კავშირზე ისაუბრა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Oliver Tree Exit Festival-ზე 2024 წლის 11 ივლისი, სერბეთი. Srdjan Stevanovic/Getty Images

„არცერთი დღე არ არის გარანტირებული“ –  Oliver Tree-ს ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ გამოქვეყნდა

რიო-დე-ჟანეიროში მომხდარ ავიაკატასტროფამდე რამდენიმე დღით ადრე, ბობი ალტჰოფთან ინტერვიუში, მუსიკოსმა თავგადასავლებითა და რისკებით სავსე ცხოვრებაზე ისაუბრა.
მეტი

ოლივია ჯინმა ჯეკ უაიტთან  ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ განქორწინების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, განქორწინების მიზეზად „შეურიგებელი უთანხმოება“ და „შეუსაბამო ოჯახური ქცევაა“ მითითებული
მეტი
ჯესიკა სიმპსონი MTV -ის მუსიკალურ დაჯილდოებაზე, 2025 წლის 7 სექტემბერი Gilbert Flores/Billboard

ჯესიკა სიმპსონი ალკოჰოლზე დამოკიდებულების დაძლევის პროცესს იხსენებს: „სმა ჩემს ტკივილს არ აყუჩებდა, პირიქით, კიდევ უფრო ამძაფრებდა“

„აღვნიშნავ თითოეულ დღეს, როდესაც სიცოცხლეს და საკუთარ სხეულთან კავშირს ვგრძნობ, ვამაყობ საკუთარი თავით“, - უთხრა ჯესიკა სიმპსონმა კალიფორნიაში გამართულ კონცერტზე შეკრებილ გულშემატკივრებს.
მეტი

ინკლუზიური მუსიკალური განათლება – სივრცე, სადაც შესაძლებლობები იქმნება

თაკო ჟორდანია Billboard საქართველოსთან ინკლუზიური მუსიკალური განათლების შესახებ, სტერეოტიპების გადალახვასა და პროცესზე დაფუძნებულ სწავლებაზე საუბრობს
მეტი