თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი რეჟისორ რობერტ ვილსონს უმასპინძლებს

შეხვედრა 18 სექტემბერს „თეატრ სახელოსნო 42-ში” გაიმართება.
რობერტ ვილსონი

საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში თბილისს თეატრისა და ოპერის ცნობილი ამერიკელი რეჟისორი რობერტ ვილსონი ეწვევა. ვილსონი მაყურებელთან და პროფესიონალებთან შეხვედრას 18 სექტემბერს თეატრ სახელოსნო 42-ში” გამართავს. 

ვილსონის სპექტაკლები გამოირჩევა ექსპერიმენტებით, სხეულის ენით, სცენოგრაფიითა და განათებით. რეჟისორი ასევე ცნობილია მისი ხანგრძლივი დადგმებით. მაგალითისთვის, ოპერა სახელწოდებით The Life and Times of Joseph Stalin 12 საათი მიმდინარეობდა. ხოლო წარმოდგენა KA MOUNTain and GUARDenia Terrace, რომელიც რეჟისორმა ირანში, ერთ-ერთ მთაზე გამართა, 7 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ექსპერიმენტული თეატრის უმნიშვნელოვანესი ფიგურა, სცენაზე დროისა და სივრცის ნამდვილი მკვლევარი,” – ასე უწოდებს ვილსონს გამოცემა New York Times.

თამუნა ლალიაშვილი – თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი:

„რობერტ ვილსონის სტუმრობა ფესტივალისთვის დიდი პატივია. წლების განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკება მისი სხვადასხვა სპექტაკლის ჩამოტანასთან დაკავშირებით და, როგორც იქნა, წელს რობერტ ვილსონის „ქარიშხალი” ფესტივალის მონაწილე იქნება. 18 სექტემბერს კი, 13:00 საათზე, „თეატრ სახელოსნო 42-ში” რეჟისორთან შეხვედრა გაიმართება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდება და შედგება საუბარი როგორც სპექტაკლის, ასევე ზოგადად მისი შემოქმედების ირგვლივ. მსგავსი შეხვედრები უმნიშვნელოვანესია, რადგან მაყურებელს სპექტაკლის ნახვის შემდეგ შესაძლებლობა აქვს, პირადად შეხვდეს ლეგენდარულ რეჟისორს და დაუსვას კითხვები.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მუსიკალური საღამოები Iveria Beach-ზე: Mastercard წარმოგიდგენთ Esa’s Afro-Synth Band-ის და Machaidze-ს ლაივს

შემდეგი სტატია

ვისკონსინში კამალა ჰარისის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე Bon Iver დაუკრავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფესტივალ „SITFY საქართველოს” გახსნაზე რუსთაველის თეატრის მუზეუმის ხელმძღვანელს საპატიო ჯილდო გადაეცა

ფესტივალი საქართველოში უკვე მეორედ ტარდება და მას წელს შვიდი ქვეყნის დელეგაცია ეწვია. საქართველოსთან ერთად ფესტივალზე წარმოდგენილია: რუმინეთი, ომანი, საბერძნეთი, ეგვიპტე, თურქეთი და ესპანეთი.
მეტი

eZo Festival თბილისის ზღვაზე ახალ თავგადასავალს იწყებს

ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო და ფერადი ფესტივალი eZo Festival ახალი ლოკაციითა და განახლებული ენერგიით ბრუნდება. ღონისძიებები 5, 6 და 7 ივნისს თბილისის ზღვზეა დაგეგმილი.
მეტი

ჰეილი ჯასტინ ბიბერის Coachella-ს ფესტივალზე სადებიუტო გამოსვლის კადრებს აზიარებს

პოსტში ასევე იხილავთ რეპეტიციების ამსახველ ვიდეომასალასა და მათი ვაჟის, ჯეკ ბლუზ ბიბერის ფოტოს, რომელსაც ხელზე სიმბოლური დროებითი ტატუ აქვს, წარწერით Bieberchella.
მეტი