სტივი უანდერმა ახალი სიმღერა გამოსცა

კომპოზიცია Can We Fix Our Nation’s Broken Heart? საზოგადოების ერთიანობისკენ მოწოდებაა.
სტივი უანდერი
Wonder Productions, Inc., Photo by Darius L. Carter

Სტივი უანდერი საზოგადოებას ერთიანობისკენ მოუწოდებს. ლეგენდარულმა მუსიკოსმა ახალი სიმღერა გამოსცა სახელწოდებით Can We Fix Our Nation’s Broken Heart? მისამღერში აკუსტიკური გიტარის ფონზე უანდერი მღერის: „შეგვიძლია გავამთელოთ ჩვენი ერის გატეხილი გული? ვართ იმდენად მამაცები, რომ ეს ვცადოთ?”

მართალია, კომპოზიციის ტექსტი პოლიტიკური არ არის, თუმცა მისი გამოცემა დროულია ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. აგვისტოში უანდერი  დემოკრატების ეროვნულ ყრილობაზე წარდგა, აუდიტორიას სიტყვით მიმართა და Higher Ground შეასრულა მისი 1973 წლის ალბომიდან Innervisions.

„ეს ის მომენტია, რომელზეც თქვენს შვილებს უნდა მოუყვეთ, თუ სად იყავით და რა გააკეთეთ,” – აღნიშნა მან. „როცა ჩვენ ვდგავართ ისტორიის ტკივილსა და ხვალინდელ დაპირებებს შორის, არჩევანში გაბედულები უნდა ვიყოთ.”

მთელი მისი კარიერის განმავლობაში უანდერი მუდმივად ეწინააღმდეგებოდა უსამართლობას საკუთარი შემოქმედებით. 2020 წელს მან გამოსცა ორი სიმღერა: Where Is Our Love Song და Can’t Put It in the Hands of Fate. 

„მუდმივად იმაზე ვფიქრობ, თუ როგორ შემიძლია, სამყარო უკეთესი გავხადო,” – უთხრა მუსიკოსმა „ბილბორდს”. „რაც უფრო მეტად ვხედავ ადამიანების სიკვდილს პანდემიის დროს, მკვლელობებს Black Lives Matter-ის პირობებში, სოციალური მედიის ნეგატივიზმსა და სიბრაზეს, უფრო და უფრო ვიჯერებ, რომ პატივისცემა და სიყვარული მოქმედების გამომხატველი სიტყვებია.”

მოუსმინეთ სტივი უანდერის სიმღერას Can We Fix Our Nation’s Broken Heart?

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის მე-6 სეზონი გაიხსნა

შემდეგი სტატია

სოფო ბათილაშვილმა მსმენელს საკუთარი ბენდი წარუდგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი