Doja Cat  ახალ ალბომს აანონსებს

Doja Cat-ის ალბომი Scarlet 2023 წელს გამოვიდა
Doja Cat ბრეილენ დიონი
Doja Cat
ბრეილენ დიონი

Doja Cat – ტვიტერზე ერთი სიტყვით ახალი ეპოქის საწყისს აანონსებს. მომღერალმა გულშემატკივრების გასახარად X-ზე ყოველგვარი დამატებითი კონტექსტის გარეშე, მხოლოდ ერთი სიტყვა – „ალბომი“ დაწერა. სხვა განმარტებები ამ სტატუსზე მომღერალს არ გაუკეთებია, თუმცა მისი გულშემატკივრები ამ ამბავს აღფრთოვანებით შეხვდნენ.

ახალი ტვიტი სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა და მას უკვე  100,000-ზე მეტი მოწონება აქვს. მომღერალმა ბოლო თვეებში მუსიკალური აქტივობა შეამცირა, მაისში კი მისი ალბომის დელუქს ვერსია  Scarlet 2 CLAUDE გამოვიდა.

Doja Cat-ის ბოლო 2021 წლის ჰიტ-ალბომ Planet Her-ის შემდეგ, 2023 წლის სექტემბერში გამოვიდა და ბილბორდ 200-ში მეოთხე ადგილი დაიკავა, Bop Rap Albums ჩარტში კი მეორე ადგილზე გავიდა.

„Scarlet, მარტივად რომ ვთქვათ, განრისხებული პროექტია. ვფიქრობ, ამ ალბომის მთავარი მიზანი ზღვარგადასული სიბრაზის დემონსტრირება იყო, თუ როგორ ვუმკლავდებით ამ მომენტში საკუთარ თავს და პარალელურად ვიცავთ ჩვენს სიყვარულს. ეს ჩვენი ვალდებულებაა. ეს არის „რატომ უნდა!“-ს მომენტი, როცა ვცდილობთ დავიცვათ თავი და ვუთხრათ ჩვენივე მეს: მე აქ ვარ მხოლოდ ჩემთვის და არა სხვისი სიამოვნებისთვის”.

შესაძლოა Doja Cat-მა არტისტ LISA-სთან ითანამშრომლოს.  სამხრეთკორეული K-pop ჯგუფ Blackpink-ის წევრმა (LISA) იმედი გამოთქვა, რომ სიმღერა Paint the Town Red-ის რემიქსული ვერსიის შემდეგ Doja Cat-თან დუეტის საშუელება ექნება:

„Doja Cat ძალიან მიყვარს, ჩემი შემდეგი მიზანი სწორედ მასთან დუეტის ჩაწერაა.” – განაცხადა LISA-მ მუსიკოსებთან თანამშრომლობაზე.

გრემის ჯილდოს მფლობელმა არტისტმა Doja Cat-მა გასულ თვეს ნიუ-იორკის Global Citizen-ის ფესტივალში  მიიღო მონაწილეობა, სადაც გულშემატკივრებს მოუწოდა, მთელ მსოფლიოში უსამართლობის წინააღმდეგ ხმა აემაღლებინათ.

„ამჟამად მილიონობით კაცი, ქალი და ბავშვი იტანჯება ღაზაში, უკრაინაში, სუდანში, კონგოში და მთელ მსოფლიოში. ასეთ დროს მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს ცვლილების ძალა, ჩვენ ვართ  სიყვარული და იმედი მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.” – თქვა Doja Cat-მა გამოსვლის დროს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დუა ლიპა ინგლისის ეროვნული რადიოსადგურის, Tiny Desk-ის პროექტში ახალი მუსიკალური სესიით დაბრუნდა

შემდეგი სტატია

Tyler, the Creator ახალი ალბომიდან კიდევ ერთი სიმღერის ვიდეოს აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

BLACKPINK ice Cream BLACKPINK / YOUTUBE

BLACKPINK-ისა და სელენა გომესის ჰიტმა Ice Cream YouTube-ზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა

მუსიკალური ვიდეო K-pop ჯგუფისთვის რიგით მერვე, ხოლო სელენა გომესისთვის მეოთხე ნამუშევარია, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია.
მეტი

ნინი აირისმა ახალი სინგლი, სახელწოდებით  „გისმენ“ გამოუშვა

„ეს არის ოცნება, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვატარებდი – დამეწერა სიმღერა, რომლის ფორმირებაზეც ჩემმა კულტურამ და ფესვებმა მოახდინა გავლენა,” – წერს ნინი აირისი სოციალურ ქსელში.
მეტი

Moby-ს დაბრუნება Coachella-ს სცენაზე

სეტის განმავლობაში არტისტმა ისეთი ჰიტები გააჟღერა, როგორებიცაა: Porcelain, Go, Why Does My Heart Feel So Bad? და Thousand. მსმენელზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება Natural Blues-ის ახალმა ვერსიამ მოახდინა.
მეტი

ცნობილმა ამერიკელმა არტისტმა – Oliver Tree-მ საქართველოში, დიდგორის მემორიალთან გადაღებული კლიპი გამოუშვა

„ვიდეო გადაღებულია დიდგორის ბრძოლის მემორიალურ კომპლექსში, ულამაზეს საქართველოში,” – ვკითხულობთ YouTube-ზე გამოქვეყნებული კლიპის აღწერაში.
მეტი