Diddy-ს პატიმრობაში ყოფნის დროს სოციალურ ქსელებს მისი შვილი, კინგი კომბსი მართავს

შონ კომბსის 26 წლის ვაჟის თქმით, იგი სოციალურ ქსელებში მამის შესახებ პოზიტიურ ამბებს გაავრცელებს
შონ Diddy კომბსი 2021 წლის 2 ივნისს ატლანტაში Fox Theatre-ში Paras Griffin/Getty Images
შონ Diddy კომბსი 2021 წლის 2 ივნისს ატლანტაში Fox Theatre-ში
Paras Griffin/Getty Images

Diddy-ს შვილმა კინგი კომბსმა გადაწყვიტა, მამის ინსტაგრამ ანგარიში მართოს და 2025 წელს ჩანიშნულ სასამართლო პროცესამდე მასზე პოზიტიური ინფორმაციები გაავრცელოს.

შონ კობსის ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზე 6 ნოემბერს კინგი კომბსის ვიდეო მიმართვა გამოქვეყნდა. ვიდეოში კინგი კომბსი აცხადებს, რომ იგი ძველი ვიდეოების გაზიარებას აპირებს, სადაც Diddy პოზიტიურ კონტექსტში იქნება წარმოდგენილი. 

„გამარჯობა, მე კინგი კომბსი ვარ და ამ მომენტში მამაჩემის ინსტაგრამ ანგარიშს ვმართავ. ჩვენ გაგიზიარებთ ვიდეოებს, რომლებიც დადებითი კუთხით დაგანახებთ შონ კომბსს, ასე რომ ყურადღებით იყავით და თვალი გვადევნეთ, მიყვარხარ მამა.”- ამბობს კინგი კომბსი.

რამდენიმე კვირის წინ შონ კობსის შვილებმა სოციალურ ქსელში ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს: „გასული თვე ოჯახისთვის დამანგრეველი აღმოჩნდა.  შეთქმულების თეორიებისა და ცრუ ნარატივების საფუძველზე ბერს უარყოფითი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა როგორც შონ კობსზე, ასევე ჩვენზე. ჩვენ ერთად ვდგავართ და თითოეულ მის ნაბიჯს ვუჭერთ მხარს. ვდგავართ სიმართლის მხარეს, რადგან ვიცით, რომ ის გაიმარჯვებს და ვერაფერი დაანგრევს ჩვენი ოჯახის სიძლიერეს, გვიყვარხარ და გვაკლიხარ მამა.”

შონ  კომბსი ნიუ-იორკში 16 სექტემბერს დააკავეს,  მას შემდეგ, რაც მას ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სექსუალური ძალადობის კუთხით ბრალი წაუყენა. 2023 წლის 16 ნოემბერს კომბსის ყოფილმა პარტნიორმა კასი ვენტურამ მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რამაც მუსიკოსის კარიერას დიდი ზიანი მიაყენა.

შონ კომბსმა ამასთან დაკავშირებით მალევე დადო განცხადება: „ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საკითხი მეგობრულად მოგვეგვარებინა. ვუსურვებ კასის და მის ოჯახს ყველაფერ საუკეთესოს.“

აღსანიშნავია, რომ შონ კობსის სასამართლო პროცესი 2025 წლის 5 მაისს არის ჩანიშნული.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნინა სუბლატი ახალი სინგლისა და დაანონსებული ალბომის შესახებ

შემდეგი სტატია

ბრიტნი სპირსის სიმღერის …Baby One More Time-ის კლიპს Youtube-ზე მილიარდი ნახვა აქვს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯესიკა სიმპსონი MTV -ის მუსიკალურ დაჯილდოებაზე, 2025 წლის 7 სექტემბერი Gilbert Flores/Billboard

ჯესიკა სიმპსონი ალკოჰოლზე დამოკიდებულების დაძლევის პროცესს იხსენებს: „სმა ჩემს ტკივილს არ აყუჩებდა, პირიქით, კიდევ უფრო ამძაფრებდა“

„აღვნიშნავ თითოეულ დღეს, როდესაც სიცოცხლეს და საკუთარ სხეულთან კავშირს ვგრძნობ, ვამაყობ საკუთარი თავით“, - უთხრა ჯესიკა სიმპსონმა კალიფორნიაში გამართულ კონცერტზე შეკრებილ გულშემატკივრებს.
მეტი

ინკლუზიური მუსიკალური განათლება – სივრცე, სადაც შესაძლებლობები იქმნება

თაკო ჟორდანია Billboard საქართველოსთან ინკლუზიური მუსიკალური განათლების შესახებ, სტერეოტიპების გადალახვასა და პროცესზე დაფუძნებულ სწავლებაზე საუბრობს
მეტი
TOMORROW X TOGETHER Courtesy of BIGHIT MUSIC

TOMORROW X TOGETHER „იუნისეფის“ ახალ კამპანიას იწყებს, რომელიც ახალგაზრდების მენტალურ ჯანმრთელობაზეა ფოკუსირებული

„დახმარების თხოვნა არ ნიშნავს, რომ სუსტი ხარ,“ - ამბობს SOOBIN ახალი ვიდეოში.
მეტი

ბრიტნი სპირსი ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის ბრალდებით დააკავეს

„ეს სამწუხარო ინციდენტია, რომელსაც გამართლება არ აქვს“, - განუცხადა Billboard-ს პოპვარსკვლავის წარმომადგენელმა.
მეტი
Cher ესწრება 2024 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ცერემონიას. 2024 წლის 19 ოქტომბერი, ქლივლენდი, ოჰაიოს შტატში. ფოტო: არტურო ჰოლმსი / Getty Images

Cher-ის ვაჟს ნიუ ჰემფშირის კერძო სკოლაში ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ტერიტორიაზე უკანონო შეჭრაში დასდეს ბრალი

ოლმანს, რომლის მამაც გრეგ ოლმანი იყო, ასევე ედება ბრალი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში
მეტი