კენდრიკ ლამარი გრემის დაჯილდოებაზე რეპ კატეგორიებში 7 ნომინაციით ლიდერობს

გაეცანით რეპის ნომინაციებში წარდგენილ არტისტებს.
კენდრიკ ლამარი. ფოტო: Michael Blackshire/Los Angeles Times via Getty Images

8 ნოემბერს ამერიკის ხმის ჩამწერმა აკადემიამ 2025 წლის დაჯილდოების ნომინაციები გამოაცხადა. ბიონსემ მუსიკალურ სამყაროში თავისი გავლენა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, როცა 11 ნომინაცია მიიღო. გრემის 2025 წლის დაჯილდოების კიდევ ერთი დომინანტი არტისტი კენდრიკ ლამარია, რომელიც 7 კატეგორიაშია წარდგენილი. 

ლამარის Not Like Us წლის განმავლობაში მუსიკალური სამყაროს ყურადღების ცენტრში იყო. ეს არის ნამუშევარი, რომლითაც ლამარი დრეიკს დაუპირისპირდა. 2024 წლის გაზაფხულზე ტრეკი ერთგვარ კულტურულ

ფენომენად იქცა და ივნისში Billboard Hot 100-ის სათავეში მოხვდა. ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემიის კომიტეტმა ნამუშევრის პოპულარობა დააფასა და ის წლის სიმღერისა და წლის ჩანაწერის კატეგორიებში წარადგინა. კიდევ ერთი ნამუშევარი, რომლითაც კენდრიკ ლამარი საუკეთესო რეპ სიმღერისა და საუკეთესო რეპ შესრულების ნომინაციებშია წარდგენილი, არის Like That. ტრეკი ლამარმა Metro Boomin-თან და Future-თან ერთად ჩაწერა. 

რეპის კატეგორიაში ერთ-ერთ გამოკვეთილ ნომინანტად იქცა ქალი რეპერი Doechii. ლამარს და Doechii-ს ერთი მუსიკალური ლეიბლი, სახელწოდებით TDE აკავშირებთ. Doechii-მ ოთხი ნომინაცია მოიპოვა, მათ შორის საუკეთესო ახალი არტისტის. 

წელს სხვა ქალმა რეპერებმაც მოიპოვეს ნომინაციები: Latto, GloRilla, Rapsody და Cardi B – ყველა გრემის 2025 წლის დაჯილდოებაზეა წარდგენილი. GloRilla-ს რეპ სიმღერამ Yeah Glo! 2024 წელს დიდი ყურადღება მიიპყრო და ამჯერად გრემის ორი ნომინაცია მოიპოვა: საუკეთესო რეპ სიმღერისა და საუკეთესო რეპ შესრულების. 

Megan Thee Stallion და ნიკი მინაჟი ქალი რეპერების სცენის გამოკვეთილი ლიდერები არიან. ნიკი მინაჟის ალბომმა 2023 წელს Billboard 200-ის პირველი ადგილი დაიკავა. თუმცა წელს არც ერთი მათგანი ნომინაციებში არ მოხვდა. 

წლის ერთ-ერთ გამორჩეულ დამწყები არტისტად მოგვევლინა ტომი რიჩმანი თავისი ჰიტით Million Dollar Baby. თუმცა ის ასევე ნომინაციების გარეშე დარჩა.

აღსანიშნავია ემინემისა და Common-ის ნომინაციები, რამაც უარყო თეორია, რომ რეპი მხოლოდ ახალგაზრდა თაობისთვისაა. ეს არტისტები ერთმანეთს შეეჯიბრებიან საუკეთესო რეპ ალბომისა და საუკეთესო რეპ შესრულების კატეგორიებში. ემინემი თავისი მე-12 სტუდიური ალბომით The Death of Slim Shady (Coup de Grâce) წელს ხმაურიანად დაბრუნდა მუსიკალურ სივრცეში. Common-მა კი აღიარებულ პროდიუსერთან, პიტ როქთან ერთად იმუშავა  ალბომზე The Auditorium, Vol. 1. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბიონსემ ლინდა მარტელს 2025 წლის გრემის დაჯილდოებაზე ნომინირება საჯაროდ მიულოცა

შემდეგი სტატია

ბიონსე გრემის ნომინაციების ახალ რეკორდს ამყარებს 

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი