14 წლის ჟურნალისტთან ტაისონის ცნობილ ინტერვიუს 50 Cent გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სპორტსმენი ბავშვებს აშინებს

სპორტსმენი საუბრისას მემკვიდრეობასა და ეგოს შორის განსხვავებას შეეხო.
50 Cent და მაიკ ტაისონი. ფოტო: Bruce Glikas/FilmMagic

მაიკ ტაისონი ჯეიკ პოლის წინააღმდეგ რინგზე დაბრუნდა. მათი შეხვედრა 15 ნოემბერს გაიმართა. ორთაბრძოლის წინ მაიკ ტაისონი განსაკუთრებით აქტიური იყო და ინტერნეტში არაერთი ვირუსული მომენტიც შექმნა, რასაც რეპერი 50 Cent გამოეხმაურა. 

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ტაისონი ინტერვიუს 14 წლის ჟურნალისტ Jazzy-ს აძლევდა. სპორტსმენი საუბრისას მემკვიდრეობასა და ეგოს შორის განსხვავებას შეეხო. ტაისონის თქმით, სიცოცხლის დასრულების შემდეგ ყველაფერი უმნიშვნელო ხდება: „არ ვიცი. სიტყვა „მემკვიდრეობას” არ ვცნობ. ეს უბრალოდ ეგოს სხვა სახელწოდებაა. მემკვიდრეობას ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ეს სიტყვა ვიღაცამ მოიფიქრა და ყველამ გაიმეორა. ახლა ყოველ ხუთ წამში ახსენებენ ამ სიტყვას, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ერთხელაც მოვკვდები და ყველაფერი დასრულდება. ვის აინტერესებს მემკვიდრეობა ამის შემდეგ? ეს ეგოისტური სურვილია. რატომ უნდა ვიფიქრო, რომ როცა მოვკვდები, ხალხი იტყვის, თუ რა „დიდი ადამიანი” ვიყავი? ჩვენ არაფერს წარმოვადგენთ. მოვკვდებით და მტვრად ვიქცევით. ჩვენი მემკვიდრეობა არაფერია,“ – აღნიშნა ინტერვიუში ტაისონმა. 

Jazzy-მ, რომელიც ჯერ მხოლოდ თინეიჯერია, სპორტსმენს გაუმხილა, რომ მსგავსი აზრი მანამდე არ მოუსმენია. ინტერვიუს სხვა ნაწილში ჟურნალისტმა მაიკ ტაისონს მისი მოწინააღმდეგის, ჯეიკ პოლის შესახებაც ჰკითხა. „დიდად არ ვფიქრობ მასზე,“ უპასუხა სპორტსმენმა, თუმცა დასძინა, რომ პოლი „ძალიან სასაცილოა.“  

ეს ინტერვიუ სოციალურ მედიაში სწრაფად გავრცელდა და 50 Cent-მა ტაისონის ნათქვამი  თავისებურად შეაფასა. რეპერმა აღნიშნა, რომ მაიკ ტაისონი ბავშვებს აშინებს. „ჯანდაბა! მაიკ, ბავშვებს აშინებ. დამშვიდდი. შენიშვნა: ბავშვები მაიკს უნდა მოვარიდო,“ დაწერა არტისტმა სოციალურ ქსელ X-ზე. 

ამ ყველაფერს ტაისონის კიდევ ერთი სკანდალური მომენტი მოჰყვა. წონაში გასინჯვის ოფიციალურ ღონისძიებაზე ტაისონს მოეჩვენა, რომ  ჯეიკ პოლმა ფეხზე შემთხვევით დააბიჯა. ამან მაიკის გაღიზიანება გამოიწვია და მან მეტოქეს სახეში გაარტყა.  

50 Cent-ს ეს შემთხვევაც არ გამოჰპარვია და ძველი ინტერვიუს ვიდეო ატვირთა, რომელშიც ტაისონი აღიარებს, როგორ სძულს, როცა ვინმე ფეხზე აბიჯებს: „თუ ვინმე ფეხზე დამაბიჯებს, ყველაფერზე ხელს ავიღებ,“ ამბობს ვიდეოში ტაისონი. 

„აი, თუ უფროს კაცს ფეხზე დააბიჯებ, სიტუაცია კონტროლს დაკარგავს,“ – დაწერა 50 Cent-მა ვიდეოს აღწერაში.  

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Nick Cave & The Bad Seeds-ის ალბომი Wild God 30 აგვისტოს გამოვიდა. ფოტო: მეგან კალენი

ნიკ ქეივი 2024 წლის ავსტრალიის მუსიკალურ პრემიის ნომინანტთა შორისაა

შემდეგი სტატია

ფესტივალ „საჩუქარის” ფარგლებში ბერძენი რეჟისორის, ევრიპიდის ლასკარიდისის სპექტაკლი „ლაპის ლაზული” გაიმართა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი