„დისნეი” ლიონელ მესიზე შექმნილ ანიმაციურ სერიალს გამოუშვებს 

სათავგადასავლო სერიალის პრემიერა „დისნეის” არხზე შედგება.
ლიონელ მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
Juan Mabromata/AFP/Getty Images

„დისნეის” არხზე მალე ლიონელ მესიზე შექმნილი ანიმაციური სერიალის პრემიერა შედგება. პროექტი Messi and the Giants „დისნეის” ტელევიზიამ Sony Music Vision-ისა და Sony Pictures Television – Kids-ისგან შეიძინა. 

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ანიმაცია 12 წლის ბიჭის, ლეოს თავგადასავალს მიჰყვება, რომელიც თავისი სახლიდან, არგენტინიდან, ალტერნატიულ სამყაროში გადაინაცვლებს. სერიალი წარმოაჩენს, თუ როგორ უპირისპირდება პერსონაჟი სირთულეებს, ქმნის გუნდს და პოულობს გზას, თუ როგორ გახდეს გმირი. 

„ყოველთვის ვოცნებობდი, მონაწილეობა მიმეღო პროექტში, რომელიც ახალ თაობას ჩემს სპორტულ ღირებულებებს გაუზიარებდა – იმ ღირებულებებს, რომლებიც უმნიშვნელოვანესია ჩემს კარიერაში,” – აღნიშნა მესიმ პრესრელიზში. „არაფერია შეუძლებელი გუნდურად მუშაობის, შეუპოვრობის, დისციპლინისა და შრომის შემთხვევაში. ერთი სული მაქვს, სერიალი მთელი მსოფლიოს ბავშვებს გავუზიარო და იმედი მაქვს, მისი საშუალებით მათ შთაგონებასა და მოტივაციას მივცემ, რომ თავიანთი ოცნებები აისრულონ. ყოველთვის ძალიან მიყვარდა ანიმაციური ფილმები და ერთი სული მაქვს, როდის ვუყურებ ჩემს შვილებთან ერთად.”

Messi and the Giants-ის თითოეული ეპიზოდი 22-წუთიანია. სერიალის პრემიერა „დისნეის” არხზე შედგება, რომელსაც DIsney+ მოჰყვება. სერიები რამდენიმე ენაზე იქნება ხელმისაწვდომი, მათ შორის ინგლისურსა და ესპანურზე. 

Messi and the Giants
Disney

„ფეხბურთი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტია, რომელიც ყველა ასაკის მილიონობით ფანს აერთიანებს,” – ამბობს ეიო დევისი, „დისნეის” ტელევიზიის პრეზიდენტი. „ვამაყობთ ლიონელ მესისთან და Sony Pictures Television-თან თანამშრომლობით, რათა Messi and the Giants ჩვენს პატარა აუდიტორიას წარვუდგინოთ. ვიცით, რომ ოჯახის, მეგობრობისა და გუნდურობის თემები რეზონანსული იქნება არა მხოლოდ ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის, არამედ ყველა ადამიანისთვის, ვისაც დიადი ამბები უყვარს.”

ამ დრომდე მესი ერთადერთი სპორტსმენია, რომელიც რვა ოქროს ბურთისა და ექვსი ოქროს ბუცის მფლობელია. 2023 წლის ივლისიდან ის საფეხბურთო კლუბ ინტერ მაიამიში თამაშობს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნათია თოდუა გერმანიაში  საქველმოქმედო კონცერტს  We Stand With Georgians გამართავს

შემდეგი სტატია

Aphex Twin-მა ახალი კომპილაციური ალბომი დაანონსების გარეშე გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან განქორწინების შესახებ ალაპარაკდა: „ის არის ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ“

მსახიობმა ისაუბრა, თუ როგორ იმოქმედა მის ქორწინებაზე ყოფილი ცოლის მიერ გადაღებულმა 2024 წლის დოკუმენტურმა ფილმმა.
მეტი

ხატია ბუნიათიშვილი საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა მხარდასაჭერ პოსტს აქვეყნებს

„გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები. თუ გირჩევნიათ, ასე გეტყვით - გთხოვთ, გაათავისუფლეთ სინდიდის პატიმრები!” - წერს პიანისტი.
მეტი
ჰანს ციმერი ოსკარის 67-ე დაჯილდოებაზე, როდესაც მან ოსკარი მოიპოვა ანიმაციური ფილმისთვის The Lion King JEFF HAYNES/AFP GI

ჰანს ციმერი  Dune-ის მეორე ნაწილის ოსკარიდან დისკვალიფიკაციაზე საუბრობს: „ეს უბრალოდ სულელური წესია“

კომპოზიტორმა 2021 წელს, ფილმისთვის Dune, აკადემიის ჯილდო მოიპოვა, თუმცა 2024 წელს ფილმის მეორე ნაწილისთვის ამ წარმატების გამეორება ვერ შეძლო.
მეტი
50 Cent - 2024 წლის, 6 ივნისი, ნიუ იორკი. ფოტო სლავენ ვლასიც/Getty Images

50 Cent-მა მისი  დაჭრისა და ჰოსპიტალიზაციის შესახებ გავრცელებული ჭორები უარყო

გავრცელდა ჭორები, თითქოს რეპერს ჰოლივუდში ესროლეს და ამის გამო სასამართლოშიც კი აღმოჩნდა. 50 Cent-მა განცხადება გააკეთა.
მეტი