მერიენ ფეითფული, ლეგენდარული მომღერალი, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ფეითფული 60-იანი წლების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფიგურა იყო.
მერიენ ფეითფული
Gijsbert Hanekroot/Redferns

მერიენ ფეითფული, ბრიტანელი მომღერალი, კომპოზიტორი, მსახიობი და 1960-იანი წლების საკულტო ფიგურა, გარდაიცვალა. ის 78 წლის იყო.

„დიდი მწუხარებით ვიუწყებით მომღერლის, კომპოზიტორისა და მსახიობის, მერიენ ფეითფულის გარდაცვალებას,” – ვკითხულობთ „ბიბისის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში, „მერიენი ლონდონში მშვიდად, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა. ის ძალიან დაგვაკლდება.”

ამ ეტაპზე გარდაცვალების მიზეზი არ დასახელებულა.

მერიენ ფეითფულმა ფოლკის მომღერლის კარიერა ადრეულ 60-იან წლებში დაიწყო. ის შეხვდა Rolling Stones-ის პროდიუსერ ენდრიუ ლუგ ოლდემს, რომელმაც მას As Tears Go By-ს შესრულება შესთავაზა. სიმღერა 1964 წელს დიდი ბრიტანეთის ჩარტის ტოპ ათეულში შევიდა და Billboard Hot 100-ის 22-ე ადგილზე მოხვდა. 

Tears Go By-მ ფეითფული ვარსკვლავად აქცია. მომდევნო წელს მას მოჰყვა ახალი ჰიტები Come and Stay With Me, This Little Bird და Summer Nights. ახალბედა ვარსკვლავი მალევე მოექცა ბრიტანული ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში, მას შემდეგ, რაც 1966 წელს მიკ ჯაგერთან რომანი დაიწყო, საბოლოოდ კი მეუღლეს, ჯონ დანბარს გაშორდა და საცხოვრებლად ჯაგერთან გადავიდა. 

გარდა მუსიკალური კარიერისა, ფეითფული წარმატებული მსახიობიც იყო. მას ეკუთვნის სტატუსი პირველი ადამიანისა, რომელმაც მეინსტრიმ ფილმში თქვა სიტყვა f–k – მაიკლ ვინერის 1967 წლის ფილმში I’ll Never Forget What’s’isname. 2007 წელს კი Irina Palm-ში შესრულებული როლისთვის მან ევროპის კინოჯილდო დაიმსახურა.

მერიენ ფეითფული 60-იანი წლების ეპოქის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფიგურა იყო. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნიკალა ზუბიაშვილი სტუდიური სესიის მცირე მონაკვეთს აზიარებს

შემდეგი სტატია

The Weeknd-მა ალბომების ტრილოგიის ფინალური ნამუშევარი – Hurry Up Tomorrow გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯასტინ ტიმბერლეიკი Coachella-ზე ჯასტინ ბიბერის მიერ შესრულებულ Cry Me a River-ს ემოციური პოსტით გამოეხმაურა

„ვამაყობ შენით და შენც უნდა ამაყობდე საკუთარი თავით,” – წერს ტიმბერლეიკი პოსტის აღწერაში.
მეტი

გამორჩეული არტისტები მსოფლიო მასშტაბით: Billboard China-მ სპეციალური გლობალური გამოცემა – SPOTLIGHT წარადგინა

გამოცემა მოიცავს სამ მიმართულებას – ციფრულ მედიას, არტისტის წიგნს და ჟურნალს.
მეტი