ქართული ბენდი will kolak ესპანეთში Mad Cool Festival-ზე წარდგება

ბენდმა ფესტივალის კონკურსის პირველი და მეორე ეტაპი წარმატებით გადალახა და ზაფხულში, ყოველწლიურ უდიდეს მუსიკალურ ფესტივალზე, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში წარდგება.
Will Kolak
Will Kolak

Mad Cool Festival-ს 2016 წელს ჩაეყარა საფუძველი და დღემდე მასში მონაწილეობა  მიღებული აქვთ ისეთ არტისტებს, როგორებიც არიან: Metallica, Arctic Monkeys,  Muse, The Cure, Foo Fighters, Radiohead, Depeche Mode, Red Hot Chili Peppers და სხვა.

წელს ფესტივალის ფარგლებში ქართული გარაჟ-როკ ბენდი will kolak-იც წარდგება. ბენდმა ფესტივალის ყოველწლიური კონკურსის პირველი და მეორე ეტაპი წარმატებით გადალახა და ესპანეთის დედაქალაქ მადრიდს ფესტივალის ფარგლებში ზაფხულში ესტუმრება. Mad Cool Festival 10-13 ივლისის პერიოდში გაიმართება. ფესტივალის მთავარი გამომსვლელები ლაინაფში არიან: Weezer, Kings of Leon, Iggy pop, Nine inch Nails, ალანის მორისეტი, Jet, Thirty Seconds to Mars და სხვა.

თორნიკე ცორიკიშვილი, will kolak-ის ვოკალისტი:

„კონკურსის ფარგლებში 1600-ზე მეტი პროექტიდან,  რჩეულ 21-ში გავედით. გასულ კვირას, მადრიდში ვიყავით, სადაც სამ დღიან showcase ლაივზე დავუკარით ადგილობრივი პუბლიკისა და ფესტივალის ჟიურის წინაშე. საკმაოდ კარგი feedback მივიღეთ. ჩვენთვის, როგორც will kolak-ისთვის, პირველი გასვლა იყო საქართველოს საზღვრებს გარეთ. მადრიდმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

ქალაქი ძალიან მუსიკალური და ლაღია. ადგილობრივი კოლეგები კი – სტუმართმოყვარეები. მადრიდი მუდმივად რაღაცას აპროტესტებს. იქ ყოფნის დროს შევესწარით ტაქსის მძღოლებისა და ველოსიპედისტების პროტესტს, თუმცა, საქართველოსგან განსხვავებით, იქ ყველაფერმა დანაკარგის გარეშე ჩაიარა. ჩვენი მდგომარეობის საქმის კურსშიც არიან. ბევრმა გვისურვა მხნეობა. მათთვის დიქტატორული რეჟიმი ჯერ ისევ მოუშუშებელი ჭრილობაა. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! ცეცხლი ოლიგარქიას!

მთელი მოგზაურობის განმავლობაში, გვეხმარებოდა და გვერდში გვედგა თბილისური როკ-მეტალ ფესტივალის Redrum Tbilisi-ს დამფუძნებელი ტერენს მაკნამარა. ეს ბიჭები წელს ბევრ საინტერესო სიახლეს შემოგვთავაზებენ და თვალი ვადევნოთ. აუცილებლად გვინდა გადავუხადოთ დიდი მადლობა ქართულ პუბლიკას, რომელმაც არ დაიზარა და ხმის მიცემით მხარი დაგვიჭირა, განურჩევლად იმისა, გვიცნობდნენ თუ არა. მიხარია, რომ ქართველებს ერთმანეთის ასეთი უანგარო მხარდაჭერა შეგვიძლია. AND JASON, BEST ROADIE EVER!“

ნახეთ Mad Cool Festival-ის მთავარი ლაინაფი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კანიე უესტის თქმით, ბიანკა სენსორი მას აუტისტური სპექტრის დიაგნოზის დასმაში დაეხმარა

შემდეგი სტატია

დრეიკი ახალ სოლო ალბომს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Will Kolak - ფოტო: ბექა ბეგიაშვილი

will kolak Mad Cool Festival-ის შესარჩევ კონკურსში იღებს მონაწილეობას

ქართულმა გარაჟ-როკ ბენდმა ფესტივალის კონკურსის პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა, მეორე ეტაპი კი ხალხის მხარდაჭერას და ხმის მიცემას გულისხმობს.
მეტი

ფესტივალ „საჩუქარისა” და ვენეციის ბიენალეს უნიკალური შესაძლებლობა ქართველ ხელოვანებს

პროექტის პრეზენტაცია 7 ოქტომბერს კინომსახიობთა თეატრში გაიმართება. ნამუშევრების შემოტანის ბოლო ვადა 20 ოქტომბერია.
მეტი