ლიზი გოზალიშვილის პირველი სინგლი CHAOS

„ეს სიმღერა ჩემთვის პროტესტია – პროტესტი, რომლის გამოხატვაც მუსიკით შევძელი.”
ლიზი გოზალიშვილი CHAOS ფოტო: სანდრა შტაინი
ლიზი გოზალიშვილი CHAOS
ფოტო: სანდრა შტაინი

მომღერალმა ლიზი გოზალიშვილმა 7 თებერვალს სადებიუტო სინგლი სახელწოდებით CHAOS გამოუშვა. ინგლისურენოვანი სიმღერა საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და არტისტის თქმით, ის ერთგვარი საპროტესტო გზავნილია, რომელიც შეუპოვრობის, სიბრაზის და სიმამაცის შესახებ გვიყვება და ხმას უსამართლობის წინააღმდეგ იმაღლებს.

„დღეიდან შეგიძლიათ მოისმინოთ CHAOS – ბევრი მიზეზიდან გამომდინარე ჩემთვის უმნიშვნელოვანესი სიმღერა. მადლობა ყველას, ვინც მის შექმნაში მონაწილეობა მიიღო!” – წერს ლიზი მომღერალი სოციალურ ქსელში.

სიმღერაზე CHAOS ლიზი გოზალიშვილმა პროდიუსერ ტიმ კარტჰაუსთან ერთად იმუშავა, პროცესში  დიდი წვლილი ბენდის წევრებმა – დრამერმა სებასტიან ბარტელსმა და გიტარისტმა ჰენრი იზერმაც შეიტანეს. მიქსინგზე სილვან რადელოფმა, ხოლო მასტერინგზე მორიც მაიერმა იმუშავეს.

„ეს სიმღერა ჩემთვის პროტესტია – პროტესტი, რომლის გამოხატვაც მაშინ მხოლოდ მუსიკით შევძელი. პროტესტია ყველა დიდი თუ წვრილმანი უსამართლობის, პროტესტია ოკუპაციის მიმართ. ბრაზი, უსამართლობის განცდა, სევდა და შეუპოვრობა… ამავდროულად, სიამაყის და მადლიერების გამოხატვაა თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების მიმართ.“ – ამბობს ლიზი გოზალიშვილი Billboard Georgia-სთან საუბარში.

სინგლის გამოსვლასთან ერთად, 7 თებერვალს, ლიზი გოზალიშვილის სოლო კონცერტი გაიმართება გერმანიაში, ქალაქ ბონში, სადაც ახალ სიმღერასთან ერთად, მომღერალი სხვა საავტორო სიმღერაბსაც შეასრულებს. 

მოისმინეთ ლიზი გოზალიშვილის პირველი სინგლი სახელწოდებით CHAOS.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Rihanna ახალ ანიმაციურ ფილმ Smurfs-ში სმურფეტის როლს ასრულებს

შემდეგი სტატია

ფინალური შოუს წინ ოზი ოსბორნი აცხადებს, რომ სიარული აღარ შეუძლია

შეიძლება დაგაინტერესოთ

„Backstage – სცენის მიღმა ამბები” – ციცი იაშვილის ავტობიოგრაფიული წიგნი

„ეს არის წიგნი იმ ადამიანებზე, იმ გადაწყვეტილებებსა და იმ უხილავ სამყაროზე, რომელიც ყოველი დიდი შოუს უკან დგას.”
მეტი

Kordz-მა და თამრიკო კორძაიამ ერთობლივი ალბომი Find Me გამოსცეს

კომპოზიციები გასული წლის დეკემბრიდან ეტაპობრივად გამოიცა, რაც გულისხმობდა ყოველთვიურად თითო კომპოზიციის, ნოტებისა და თანმხლები ვიზუალური მასალის გამოქვეყნებას.
მეტი