ფილმებმა Wicked, Emilia Pérez და The Substance სამ-სამი ჯილდო მოიპოვეს Critics Choice Awards-ის 30-ე ცერემონიაზე, რომელიც 7 თებერვალს კალიფორნიაში, სანტა-მონიკაში გაიმართა. თუმცა მათგან არც ერთს მოუგია ცერემონიის მთავარი ნომინაცია – საუკეთესო ფილმი. ეს ტიტული Anora-ს გადაეცა, რომელსაც საღამოზე სხვა ჯილდო არ მიუღია.
საუკეთესო რეჟისორის წოდება ჯონ ჩუმ დაიმსახურა ფილმისთვის Wicked. ამ გამარჯვებით ჩუ გახდა მესამე რეჟისორი, რომელმაც Critics Choice Award მიუზიკლისთვის მიიღო, ბაზ ლურმანისა („მულენ რუჟი”) და დამიან შაზელის („ლა-ლა ლენდი”) შემდეგ. Wicked ასევე გახდა საუკეთესო ფროდაქშენ დიზაინისა და საუკეთესო კოსტიუმების კატეგორიების გამარჯვებული.
Emilia Pérez-მა გაიმარჯვა საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში. ასევე დაიმსახურა ჯილდო საუკეთესო სიმღერისთვის (El Mal) და ქალის მეორეხარისხოვანი როლისთვის (ზოი სალდანა).
ფილმმა The Substance კი მოიგო საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორია (დემი მური), საუკეთესო ორიგინალური სცენარი და საუკეთესო ვარცხნილობა და მაკიაჟი.
სიმღერამ El Mal, რომლის ავტორები არიან კლემან დუკოლი და კამილ და ჟაკ ოდიარები, წელს ასევე მოიგო ოქროს გლობუსი საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის. ამ ორი გამარჯვებით კი ის უკვე მოწინავე ხაზზეა ოსკარისთვის რბოლაში.
ტრენტ რეზნორი და ატიკუს როსი გახდნენ საუკეთესო საუნდტრეკის ავტორები ფილმისთვის Challengers – ისევე, როგორც ოქროს გლობუსზე. თუმცა მათ ოსკარის მოგების შანსი არ აქვთ, რადგან ნომინანტთა სიაში ვერ მოხვდნენ. Challengers მესამე ფილმია, რომელმაც ოქროს გლობუსი და Critics Choice Award მოიგო, მაგრამ ოსკარზე წარდგენილი არ არის.
ცერემონიის წამყვანი, უკვე მესამედ, ჩელსი ჰენდლერი იყო. შოუ თავდაპირველად 12 იანვარს იყო დაგეგმილი, თუმცა, ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო, ჯერ 26 იანვრისთვის, შემდეგ კი 7 თებერვლისთვის გადაიდო.
ნახეთ დაჯილდოების ნომინანტები და გამარჯვებულები:
საუკეთესო ფილმი:
A Complete Unknown
გამარჯვებული: Anora
The Brutalist
Conclave
Dune: Part Two
Emilia Pérez
Nickel Boys
Sing Sing
The Substance
Wicked
საუკეთესო სიმღერა:
Beautiful That Way – The Last Showgirl
Compress/Repress – Challengers
გამარჯვებული: El Mal – Emilia Pérez
Harper and Will Go West – Will & Harper
Kiss the Sky – The Wild Robot
Mi Camino – Emilia Pérez
საუკეთესო საუნდტრეკი:
ვოკლერ ბერტელმანი – Conclave
დენიელ ბლუმბერგი – The Brutalist
კრის ბოვერსი – The Wild Robot
კლემან დუკოლიი და კამილი – Emilia Pérez
გამარჯვებული: ტრენტ რეზნორი და ატიკუს როსი – Challengers
ჰანს ციმერი – Dune: Part Two
საუკეთესო მსახიობი კაცი:
გამარჯვებული: ედრიენ ბროუდი – The Brutalist
ტიმოთი შალამე – A Complete Unknown
დენიელ კრეიგი – Queer
კოლმან დომინგო – Sing Sing
რალფ ფაიანსი – Conclave
ჰიუ გრანტი – Heretic
საუკეთესო მსახიობი ქალი:
სინთია ერივო – Wicked
კარლა სოფია გასკონი – Emilia Pérez
მერიენ ჟან-ბაპტისტი – Hard Truths
ანჯელინა ჯოლი – Maria
მაიკი მედისონი – Anora
გამარჯვებული: დემი მური – The Substance
საუკეთესო რეჟისორი:
ჟაკ ოდიარი – Emilia Pérez
შონ ბეიკერი – Anora
ედვარდ ბერგერი – Conclave
ბრედი კორბეტი – The Brutalist
გამარჯვებული: ჯონ ჩუ – Wicked
კორალი ფარგეტი – The Substance
რამელ როსი – Nickel Boys
დენის ვილენევი – Dune: Part Two
ნომინაციებისა და გამარჯვებულების სრული სია იხილეთ ბმულზე.