ქართველი არტისტების Creams-ისა და Bako-ს  ერთობლივი კონცერტი ნიუ-იორკში

„ქართველი ქალი არტისტების კონცერტების სერიის შექმნის იდეა შარშან გამიჩნდა, სერიის პირველი კონცერტი 16 მარტს, კლუბ Nublu-ში შედგება.” – მარიამ შარვაშიძე
Creams & Bako ფოტო: ათუ გელოვანი; ირმა მჭედლიშვილი
Creams & Bako
ფოტო: ათუ გელოვანი; ირმა მჭედლიშვილი

16 მარტს, ნიუ-იორკში, ცნობილ კლუბ Nublu-ში ქართველი ქალი არტისტების Creams-ისა და Bako-ს  ერთობლივი კონცერტი გაიმართება. 

მუსიკოსი ნათია ჭიჭინაძე სასცენო სახელით, Creams-ით არის ცნობილი, რომელსაც ქართველი მსმენელი კარგად იცნობს. მომღერლის, პროდიუსერისა და სიმღერების ავტორის  ცნობილი სიმღერებია Sleep On Me და PIE, რომელიც მის უნიკალურ ხელწერას და ჟღერადობას გადმოსცემს.  2024 წლიდან Creams ნიუ-იორკში ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ არტისტი   2020 წლიდან Sony Music Group-ის მუსიკალურ ლეიბლთან, AWAL Records-თან თანამშრომლობს. 2025 წლის შემოდგომისთვის კი  Creams სადებიუტო LP-ს გამოცემას გეგმავს.

Bako ამერიკაში მცხოვრები ქართველი არტისტის, მომღერლისა და სიმღერების ავტორის, ბარბარე მჭედლიშვილის სასცენო სახელია.   მისი მუსიკა ინდი-სოულით და ალტერნატიული მუსიკით არის შთაგონებული. წელს მუსიკოსი სადებიუტო ალბომის Dreaming Again გამოუშვებას აპირებს.

„ქართველი ქალი არტისტების კონცერტების სერიის შექმნის იდეა შარშან გამიჩნდა. სერიის პირველი კონცერტი 16 მარტს, კლუბ Nublu-ში შედგება, სადაც ნიუ-იორკელ მსმენელებს Creams-ის და Bako-ს კონცერტზე დასწრების საშუალება ექნებათ.“  – ამბობს Billboard Georgia-სთან საუბარში ღონისძიების ორგანიზატორი მარიამ შარვაშიძე.

თუ ნიუ იორკში იმყოფებით, გირჩევთ არ გამოტოვოთ ეს კონცერტი, ბილეთების შეძენა კი ამ ბმულზეა შესაძლებელი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

SNL50, 2025 წლის გრემი და ოსკარის დაანონსებული დაჯილდოება ადასტურებს,  რომ 1960-იანი წლების მუსიკას კვლავაც დიდი გავლენა აქვს

შემდეგი სტატია

Blink-182-ის წევრები ტრევის ბარკერი და მარკ ჰოპუსი, 2023 წლის 14 აპრილი ფოტო: მონიკა შიპერი / Getty Images

Blink-182-ის წევრი მარკ ჰოპუსი აუქციონზე ბენქსის იშვიათ ნამუშავარს გაიტანს

შეიძლება დაგაინტერესოთ

გამოსახულების უნებართვო კომერციული გამოყენებისთვის დუა ლიპა SAMSUNG-ისგან 15 მილიონ დოლარს ითხოვს

მომღერლის სარჩელი მოიცავს საავტორო უფლებების დარღვევას, სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენებას და მომღერლის საჯაროობის უფლების ხელყოფას.
მეტი

კეტი პერი, FUTURE, LISA, ჯეი ბალვინი, ალანის მორისეტი და ტაილა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე წარდგებიან

მუსიკალური პერფორმანსით ასევე გამოვლენ Anitta, მაიკლ ბუბლე, ალესია კარა და ჯესი რეიესი.
მეტი
The Cave - WITHANIA SOMNIFERA

The Cave-ის ახალი რელიზი –  WITHANIA SOMNIFERA

„WITHANIA SOMNIFERA არის ტრეკი, რომელიც დაკავშირებულია პროცესებთან, თუ როგორ შეიძლება მიხვიდე იმ მდგომარეობამდე, რომ შეძლო რაღაცის შექმნა.“
მეტი