Billboard იაპონია ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ფლეილისტს აქვეყნებს, რომელშიც ქართველი მუსიკოსებიც შედიან

ფლეილისტი „ბილბორდის” საერთაშორისო გამოცემებთან თანამშრომლობით შეიქმნა.

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით Billboard იაპონიამ ფლეილისტი შეადგინა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის ქალი მუსიკოსების ნამუშევრებია გაერთიანებული. 33 სიმღერისგან შემდგარი სია „ბილბორდის” საერთაშორისო გამოცემებთან თანამშრომლობით შეიქმნა, რომელთა შორის Billboard საქართველოცაა.

„ქალთა საერთაშორისო დღესა და ქალთა თვეს აღვნიშნავთ ახალი ფლეილისტით, რომელიც Billboard იაპონიამ შეადგინა „ბილბორდის” პარტნიორებთან თანამშრომლობით: არაბეთი, არგენტინა, ბრაზილია, ჩინეთი, კოლუმბია, საფრანგეთი, საქართველო, იტალია, კორეა და ფილიპინები. აღმოაჩინეთ თითოეული ქვეყნის სამი ინოვატორი ქალი მუსიკოსი, რომლებიც გავლენას ახდენენ გლობალური მუსიკალური სცენის ფორმირებაზე,” – ვკითხულობთ Billboard იაპონიის ინსტაგრამ პოსტში.

საქართველოდან აღნიშნულ ფლეილისტში წარმოდგენილი ქალი მუსიკოსები არიან: Deena – სიმღერით Blush, ნინი ნუცუბიძე – სიმღერით PP1 და Creams – სიმღერით Die 4 You.

ნახეთ Billboard იაპონიის მიერ ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფლეილისტი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა” ჯგუფ „მწვანე ოთახის” ალბომს გამოსცემს

შემდეგი სტატია

მადონა მიკ ჯაგერთან, ჯულია გარნერსა და სხვა ვარსკვლავებთან ერთად ოსკარების ყოველწლიურ წვეულებაზე გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ელისონ უანდერლენდი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საპატიო მისიისთვის შეარჩიეს

„ღმერთო ჩემო, ახლახან ‘ადიდასმა’ მომმართა, რომ ავსტრალია-პარაგვაის მატჩზე მოედანზე ბურთი მე გავიტანო,” - წერს ავსტრალიერი დიჯეი და პროდიუსერი.
მეტი

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
მეტი