მადონა მიკ ჯაგერთან, ჯულია გარნერსა და სხვა ვარსკვლავებთან ერთად ოსკარების ყოველწლიურ წვეულებაზე გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

ღონისძიებაზე Lil Wayne-მა იმღერა.
მადონა
Pete Still/Redferns

მადონა და გაი ოსირი უძღვებოდნენ ოსკარების ყოველწლიურ წვეულებას, რომელმაც, როგორც ყოველთვის, დაჯილდოების გამარჯვებულები და ჰოლივუდის ყველაზე დიდი სახელები გააერთიანა.  

ვარსკვლავებით დატვირთული ღონისძიების კადრები პოპის დედოფალმა ინსტაგრამზე გააზიარა. ფოტოებში მადონა წვეულების სტუმრებთან ერთად პოზირებს, მათ შორის არიან მიკ ჯაგერი და ჯულია გარნერი, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ მადონა უნდა განასახიეროს მასზე გადასაღებ ბიოგრაფიულ ფილმში.

„ოსკარების ყოველწლიური წვეულება დიდი გამოწვევაა, სტრესული და ბევრი დროის წამღები. მაგრამ საბოლოოდ ყოველთვის წარმატებით ვართმევთ თავს,” – წერს მადონა პოსტზე. „დრო გავატარე ადამიანებთან, რომლებიც მიყვარს და რომლებსაც ვაღიარებ!! ჩემთვის განსაკუთრებული მომენტი იყო ჩემი საყვარელი ფილმის, Emilia Perez-ის რეჟისორ ჟაკ ოდიარის გვერდით ჯდომა, მისი ოსკარის ხელში ჭერა და Lil Wayne-ის გამოსვლის ყურება!!!”

წვეულების კადრები გამოაქვეყნა ასევე ფოტოგრაფმა JR-მ, რომელმაც ფოტოსტუდიაში გადაიღო სერია, სახელწოდებით Paper Portrait Série. ქაღალდის თვალების წვიმაში გადაღებულ ფოტოებში წარმოდგენილი არიან საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში გამარჯვებული ედრიენ ბროუდი და საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდოს მფლობელი მაიკი მედისონი, რომელთაც ხელში ოსკარები უჭირავთ; ასევე ოსკარის მფლობელი ქალის მეორეხარისხოვანი როლისთვის ზოი სალდანა და სხვა ვარსკვლავები.

გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, Capital One-ისა და „გუჩის” მიერ დასპონსორებული წვეულების თემა იყო A Night in Japan, რომლის შთაგონებაც მადონას ბოლოდროინდელი მოგზაურობები გახდა. ღონისძიების დეკორაციაც სწორედ ტრადიციული იაპონურ სტილში იყო გადაწყვეტილი.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Billboard იაპონია ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ფლეილისტს აქვეყნებს, რომელშიც ქართველი მუსიკოსებიც შედიან

შემდეგი სტატია

Doechii-მ Anxiety-ს ოფიციალური ვერსია გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი