Snoop Dogg-ის ქალიშვილს კორი ბროდუსს პირველი შვილი სამი თვით ადრე შეეძინა

Snoop Dogg-ის ერთადერთ ქალიშვილს, კორი ბროდუსს და მის საქმროს, უეინ დიუსს, ცოტა ხნის წინ პირველი შვილი შეეძინათ.
Snoop Dogg და კორი ბროდუსი ჯენიფერ ჰადსონის შოუში, 2024 წლის 2 დეკემბერი, კალიფორნია. კრის ჰესტონი/WBTV Getty Images
Snoop Dogg და კორი ბროდუსი ჯენიფერ ჰადსონის შოუში, 2024 წლის 2 დეკემბერი, კალიფორნია.
კრის ჰესტონი/WBTV Getty Images

„პრინცესა 6 თვის ასაკში დაიბადა. ვტიროდი და საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, რადგან ვერ შევძელი მისთვის ყველაფრის მიცემა, რაც შემეძლო. მიუხედავად ყველაფრისა, ღმერთი ყოველთვის მაჩვენებს, რომ ის ჩემს გვერდითაა. პატარა გოგონა დღეს 25 კვირის დაიბადა და ის საუკეთესოა!! მადლობა ღმერთს, რომ აქამდე მომიყვანე.“ – დაწერა 1 მარტს წყვილმა კოლაბორაციულ ინსტაგრამ პოსტში, სადაც ჩვილის ფეხის ამსახველი შავ-თეთრი ფოტო გამოაქვეყნეს.

25 წლის კორი ბროდუსმა ასევე გაამხილა, რომ მას საკეისრო კვეთა დასჭირდა, რადგან ორსულობის სერიოზული გართულება ჰქონდა. 

„ექიმებმა მითხრეს, რომ კარგია კლინიკაში დროულად რომ მივედი, კიდევ რამდენიმე დღით დაგვიანებას, შესაძლოა, სერიოზული გართულებები მოჰყოლოდა. გთხოვთ, გოგონებო, მოუსმინეთ თქვენს სხეულს და ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც Tik Tok-ზე ხედავთ, ამას პირველ რიგში საკუთარ თავსაც ვეუბნები.” –  დაწერა კორი ბროდუსმა. 

ეს არ არის ჯანმრთელობის ერთადერთი პრობლემა, რომელიც კორი ბროდსს ბოლო წლების განმავლობაში ჰქონია.  2024 წლის იანვარში მან ინსულტი გადაიტანა. Snoop Dogg-ის ქალიშვილმა ამაზე დოკუმენტურ სერიალში – Snoop Dogg’s Fatherhood: Cori and Wayne’s Story-ში ღიად ისაუბრა. 

კორი ბროდუსისა და უეინ დიუსის ქალიშვილი Snoop Dogg-ისთვის მერვე შვილიშვილია. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სელენა გომესი და ბენი ბლანკო Nya Studios-ში 2024 წლის 24 ოქტომბერი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. Amy Sussman/Getty Images

სელენა გომესმა და ბენი ბლანკომ ალბომ I Said I Love You First-ის სიმღერების სია  გამოაქვეყნეს

შემდეგი სტატია

A Complete Unknown-ის წყალობით, ბობ დილანის წიგნი „ამაზონის” ბესტსელერია 

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯინ ჰეკმენი და ბეტსი არაკავა 2003 წლის 19 იანვარი, ქროს გლობუსის მე-60 დაჯილდოება. Kevin Winter/Getty Images

ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჯინ ჰეკმენი და მისი მეუღლე საკუთარ სახლში  გარდაცვლილი იპოვეს

95 წლის ამერიკელი მსახიობი ჯინ ჰეკმენი და მისი 64 წლის მეუღლე ბეტსი არაკავა ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ სანტა-ფეში მდებარე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
მეტი
დონალდ ტრამპი და Kid Rock , 2023 წლის 16 დეკემბერი, ლას ვეგასი. ფოტო: შონ ჰეფი

Kid Rock-მა დონალდ ტრამპზე ინაუგურაციის დროს ისაუბრა და ის თავის ერთ-ერთ სიმღერას, American Badass-s შეადარა

ინტერვიუს დროს მზის სათვალით, ლუდით და სიგარით ხელში Kid Rock-მა ახალი პრეზიდენტის მისამართით დადებითად ისაუბრა
მეტი
The Warner Music Group/Blavatnik Family Foundation სოციალური სამართლიანობის ფონდი | Courtesy Photo

Warner Music-ის სოციალური სამართლიანობის ფონდი ლოს-ანჯელესის ტყის ხანძრების დახმარებისთვის მილიონ დოლარს გამოყოფს

ფონდი ლოს-ანჯელესის ორგანიზაციებს, საგანგებო სამსახურში მომუშავე პირებსა და მუსიკის ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანებს მხარდაჭერას უცხადებს
მეტი

სასტუმრო „ტელეგრაფში” ლეგენდარული Rolling Stone Magazine-ის მუსიკალური სივრცე გაიხსნება

„ტელეგრაფი”, რომელიც მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ქსელის The Leading Hotels of The World-ის წევრია, სტუმრებს 2025 წლის გაზაფხულზე უმასპინძლებს.
მეტი