50 Cent-მა მისი  დაჭრისა და ჰოსპიტალიზაციის შესახებ გავრცელებული ჭორები უარყო

გავრცელდა ჭორები, თითქოს რეპერს ჰოლივუდში ესროლეს და ამის გამო სასამართლოშიც კი აღმოჩნდა. 50 Cent-მა განცხადება გააკეთა.
50 Cent - 2024 წლის, 6 ივნისი, ნიუ იორკი. ფოტო სლავენ ვლასიც/Getty Images
50 Cent – 2024 წლის, 6 ივნისი, ნიუ იორკი.
ფოტო სლავენ ვლასიც/Getty Images

50 Cent-მა ჰოლივუდში თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ჭორებზე განცხადება გააკეთა და მას  „ყალბი ამბავი“ უწოდა.

„არ ინერვიულოთ, გადავრჩი, რადგან ეს ცრუ ინფორმაციაა.“ – დაწერა რეპერმა 9 მარტს ინსტაგრამზე და თან TikTok-ის ვირუსულად გავრცელებული ვიდეოს სქრინი გააზიარა, სადაც წყაროდ TMZ იყო მითითებული. 

როგორც აღმოჩნდა, TMZ-ის ვებგვერდსა და სოციალურ მედიაში ბოლო დღეებში 50 Cent-ზე სავარაუდო თავდასხმის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა.

სოციალურ ქსელში კი ბევრი გამოთქვამდა მოსაზრებას, თითოს ეს ამბავი ძველ ფაქტთან იყო დაკავშირებული, როდესაც 2000 წელს რეპერს მუსიკალური კარიერის დაწყებამდე, ქუინსში, ბებიის სახლთან ცხრაჯერ ესროლეს. ეს ამბავი დიდი ხანია, 50 Cent-ის რეპ-საგების  ნაწილი გახდა, რომელიც მის დისკოგრაფიასთანაც არის კავშირში, მათ შორის, სიმღერებში Many Men და 9 Shots.

ვირუსულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას 50 Cent-ისთვის განწყობა არ გაუფუჭებია, ამ პერიოდში მას საკმაოდ დატვირთული შემოქმედებითი პერიოდი აქვს, რადგან პოპულარული ამერიკული სერიალის Power Book III: Raising Kanan, მეხუთე სეზონი 7 მარტს დაიწყო, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერიც  თავად არის.

ნახეთ 50 Cent-ის ინსტაგრამ პოსტი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

რიანა შვილების, RZA-ს და Riot Rose-ის სახელების კრიტიკას პასუხობს

შემდეგი სტატია

ჰანს ციმერი ოსკარის 67-ე დაჯილდოებაზე, როდესაც მან ოსკარი მოიპოვა ანიმაციური ფილმისთვის The Lion King JEFF HAYNES/AFP GI

ჰანს ციმერი  Dune-ის მეორე ნაწილის ოსკარიდან დისკვალიფიკაციაზე საუბრობს: „ეს უბრალოდ სულელური წესია“

შეიძლება დაგაინტერესოთ

ხატია ბუნიათიშვილი საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა მხარდასაჭერ პოსტს აქვეყნებს

„გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები. თუ გირჩევნიათ, ასე გეტყვით - გთხოვთ, გაათავისუფლეთ სინდიდის პატიმრები!” - წერს პიანისტი.
მეტი
Imagine Dragons Eric Ray Davidson

Imagine Dragons-მა სიმღერა მთვარეზე გაგზავნა, თუმცა მისი ტრანსლაციის გეგმა წარუმატებელი აღმოჩნდა

Althena-ს კოსმოსური აპარატის წარუმატებელი დაშვების გამო, Imagine Dragons-ის სიმღერა დედამიწიდან მთვარეზე ვერ გადაიცა
მეტი
კანიე უესტი 67-ე ყოველწლიურ გრემის დაჯილდოებაზე 2025 წლის 2 თებერვალი ლოს ანჯელესი Matt Winkelmeyer/Getty Images

კანიე უესტმა ღონისძიებების სერიის  Sunday Service-ის დაბრუნება დააანონსა და კუ-კლუქს-კლანის მოსასხამის ფოტო გამოაქვეყნა

„დღის ლუქი“ – დაწერა რეპერმა ფოტოს აღწერაში, რომელიც Sunday Servic-ის დაბრუნებას 2025 წლის 16 მარტს აპირებს
მეტი
ჯინ ჰეკმენი და ბეტსი არაკავა 2003 წლის 19 იანვარი, ქროს გლობუსის მე-60 დაჯილდოება. Kevin Winter/Getty Images

ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჯინ ჰეკმენი და მისი მეუღლე საკუთარ სახლში  გარდაცვლილი იპოვეს

95 წლის ამერიკელი მსახიობი ჯინ ჰეკმენი და მისი 64 წლის მეუღლე ბეტსი არაკავა ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ სანტა-ფეში მდებარე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
მეტი