პირველად საქართველოში, Empire Of The Sun გულშემატკივარს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს

შეთავაზებული პაკეტების ფარგლებში, ავსტრალიური ბენდი ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, პირადად შეხვდნენ არტისტებს, გადაიღონ ფოტოები და მიიღონ დაუვიწყარი გამოცდილება.

როგორც უკვე ცნობილია, 27 აგვისტოს Black Sea Arena ავსტრალიურ მუსიკალურ პროექტს, Empire of the Sun-ს უმასპინძლებს. თუმცა ეს არ იქნება რიგითი კონცერტი, არამედ – განსაკუთრებული ღონისძიება, რადგან ბენდი ნებისმიერ გულშემატკივარს აძლევს შესაძლებლობას, პირადად შეხვდნენ არტისტებს, გადაიღონ ფოტოები, მიირთვან კოქტეილი და მიიღონ დაუვიწყარი გამოცდილება. შეთავაზება თავად ბენდს ეკუთვნის და არ უკავშირდება კონცერტზე დასასწრებ სტანდარტულ ბილეთს. 

მსგავსი შესაძლებლობა ქართველ მსმენელს პირველად ეძლევა. Empire of the Sun-ის გადაწყვეტილებით, აღნიშნული შეთავაზება ორ პაკეტს მოიცავს: Ask That God და Empyrean Super VIP. პირველი პაკეტის ღირებულება 670 ლარს შეადგენს, ხოლო მეორის – 1100 ლარს. 

გთავაზობთ პაკეტების პირობებს:

Ask That God

  • ბილეთი ღონისძიებაზე ადრეული შესვლის უფლებითა და ღონისძიების მასპინძლის დახვედრით
  • იმპერიული ლაუნჯის მოსაწვევი ღონისძიების დაწყებამდე, სადაც დაგხვდებათ: ბენდის საარქივო რელიკვიებისა და წარმოდგენების გამოფენა;  Ask That God ალბომით შთაგონებული ფოტოზონა; იმპერიული აპეტაიზერები და ბარი ექსკლუზიური კოქტეილების მენიუთი
  • Empire of the Sun-ის ექსკლუზიური ჩანთა, რომელშიც მოთავსებულია: Ask That God-ის ლიმიტირებული, ხელმოწერილი ვინილი და ტურის პოსტერი; ექსკლუზიური VIP ბეიჯი და მერჩი

Empyrean Super VIP

  • ბილეთი ღონისძიებაზე ადრეული შესვლის უფლებით და ღონისძიების მასპინძლის დახვედრით
  • ექსკლუზიური ფოტოს გადაღების შესაძლებლობა ლუკ სტილთან
  • იმპერიული ლაუნჯის მოსაწვევი ღონისძიების დაწყებამდე, სადაც დაგხვდებათ: ბენდის საარქივო რელიკვიებისა და წარმოდგენების გამოფენა; Ask That God ალბომით შთაგონებული ფოტო ზონა; იმპერიული აპეტაიზერები და ბარი ექსკლუზიური კოქტეილების მენიუთი
  • Empire of the Sun-ის ექსკლუზიურ ჩანთა, რომელშიც მოთავსებულია: Ask That God-ის ლიმიტირებული, ხელმოწერილი ვინილი და ტურის პოსტერი; ექსკლუზიური VIP ბეიჯი და მერჩი

Empire of the Sun ლუკ სტილისა და ნიკ ლიტლმორის დუეტია, რომელიც პირველად 2008 წელს გამოჩნდა სადებიუტო ალბომით Walking on a Dream და მალევე მოიპოვა მსმენელის სიყვარული. ალბომში შემავალი ჰიტები Walking on a Dream და We Are the People კი მათი წარმატების დასაწყისი გახდა. თეატრალური წარმოდგენებითა და სხვადასხვა მუსიკალური ჟანრით ცნობილი ბენდი დღემდე არ კარგავს აქტუალურობას. 

სტანდარტული ბილეთების გაყიდვა 14 მარტს, 10:00 საათზე tkt.ge-ზე დაიწყება და მისი ღირებულება 180 ლარს შეადგენს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Ne-Yo-ს თქმით, ერთდროულად ოთხი შეყვარებული „მშვენიერი რამ არის”

შემდეგი სტატია

Hitch-ის რეჟისორის თქმით, უილ სმითთან მუშაობა „ნამდვილი ბრძოლა იყო”

შეიძლება დაგაინტერესოთ

ტეილორ სვიფტი Mert Alas & Marcus Piggot

RECORD STORE DAY 2026-ის ბესტსელერები: ტეილორ სვიფტი, Pink Floyd, ბრუნო მარსი და სხვა შემსრულებლები

Record Store Day 2026-ისთვის 350-ზე მეტი სახეობის ჩანაწერი გამოიცა, რომლებიც ექსკლუზიურად მხოლოდ დამოუკიდებელ მუსიკალურ მაღაზიებში იყიდებოდა.
მეტი

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
მეტი

ფესტივალ „SITFY საქართველოს” გახსნაზე რუსთაველის თეატრის მუზეუმის ხელმძღვანელს საპატიო ჯილდო გადაეცა

ფესტივალი საქართველოში უკვე მეორედ ტარდება და მას წელს შვიდი ქვეყნის დელეგაცია ეწვია. საქართველოსთან ერთად ფესტივალზე წარმოდგენილია: რუმინეთი, ომანი, საბერძნეთი, ეგვიპტე, თურქეთი და ესპანეთი.
მეტი