2025 წლის საბავშვო და საოჯახო Emmy-ს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

სერიალ Percy Jackson and the Olympians-ს 8 ჯილდო გადაეცა.
არიან სიმჰადრი, ლეა სავა ჯეფრისი და უოკერ სკობელი 2025 წლის Children’s and Family Emmy Awards-ის ცერემონიაზე.
Frazer Harrison/Getty Images

ტელევიზიის ხელოვნებისა და მეცნიერების ეროვნულმა აკადემიამ (NATAS) შაბათს, 15 მარტს, ლოს-ანჯელესში, Television City-ში გამართულ ცერემონიაზე 2025 წლის Children’s and Family Emmy Awards-ის გამარჯვებულები დაასახელა.  

მესამე ყოველწლიური დაჯილდოების მასპინძელი Looney Tunes-ის გამხმოვანებელი მსახიობი ერიკ ბაუზა იყო. NATAS-ის განცხადებით, ჯილდოები მიენიჭათ ბავშვთა გასართობი ინდუსტრიის საუკეთესო შემოქმედებით და ინოვაციურ ნამუშევრებს.

დაჯილდოებაზე და მის შემდგომ გამართულ Creative Arts-ის ცერემონიაზე Percy Jackson and the Olympians-მა საერთო ჯამში 8 ჯილდო მოიპოვა, Sesame Street-ის პროექტებმა – 5, Orion and the Dark-მა – 4, ხოლო The Velveteen Rabbit-მა – 2.  

Percy Jackson-მა, რომლის მესამე სეზონის წარმოებაც უკვე დადასტურებულია, მთავარი ჯილდოები მოიგო საუკეთესო ახალგაზრდა თინეიჯერული სერიალის კატეგორიაში და live-action სერიალის საუკეთესო რეჟისურაში ეპიზოდისთვის – I Accidentally Vaporize My Pre-Algebra Teacher. ამ უკანასკნელმა გამარჯვება გაიყო სერიალ A Real Bug’s Life-ის ეპიზოდთან The Big City. კიდევ ექვსი ჯილდო სერიალმა Creative Arts ცერემონიაზე მოიპოვა.  

საკონკურსო კატეგორიების მიღმა, Sesame Street-ისა და The Muppet Show-ს მსახიობს, თოჯინების თეატრის ოსტატ ფრან ბრილს კარიერული მიღწევებისთვის ჯილდო გადაეცა. 

2025 წლის საბავშვო ემის მთავარი კატეგორიის გამარჯვებულები არიან:

სკოლამდელი ასაკისათვის განკუთვნილი სერიალი:

გამარჯვებული: Blue’s Clues & You!, Nickelodeon

Donkey Hodie, PBS Kids

Lovely Little Farm, Apple TV+

Sesame Street, Max

საბავშვო და საოჯახო სერიალი:

გამარჯვებული: Fraggle Rock: Back to the Rock, Apple TV+

La Fuerza de Creer: Dulce Sazón, Univision

Jane, Apple TV+

Malory Tower, BYUtv

Raven’s Home, Disney Channel

ახალგაზრდა თინეიჯერების სერიალი:

Goosebumps, Disney+

Heartstopper, Netflix

One Piece, Netflix

გამარჯვებული: Percy Jackson and the Olympians, Disney+

2025 წლის Children’s and Family Emmy Awards-ის გამარჯვებულთა სია იხილეთ Billboard Family-ის პლატფორმაზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კანიე უესტმა ახალი სიმღერა გამოსცა, რომელშიც ქალიშვილი ნორს უესტი და Diddy მონაწილეობენ

შემდეგი სტატია

A$AP Rocky ფესტივალ Rolling Loud California 2025-ის სცენაზე ვერტმფრენით გამოჩნდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი