A$AP Rocky ფესტივალ Rolling Loud California 2025-ის სცენაზე ვერტმფრენით გამოჩნდა

რეპერმა პერფორმანსის დროს ოფიციალურად გამოუცემელი ტრეკიც შეასრულა.

36 წლის რეპერმა A$AP Rocky-მ ტრევის სკოტის მაგალითი აიღო და მუსიკალურ ფესტივალზე შთამბეჭდავად წარდგა მსმენელის წინაშე.  15 მარტს ის მუსიკალური ფესტივალის სცენაზე პირდაპირ  ვერტმფრენიდან დაეშვა, რომელიც ჰოლივუდ პარკში შეკრებილი უზარმაზარი აუდიტორიის თავზე მოფრინავდა.  

შავი ვერტმფრენის კაბინაში მჯდომმა როკიმ შეასრულა ჯერ ოფიციალურად გამოუცემელი ტრეკი, სავარაუდო სახელით – All Black (Stole Ya Flow). ეს სიმღერა მან პირველად 2023 წელს, Rolling Loud Miami-ზე წარადგინა.  

სცენაზე დაშვების შემდეგ, ჰიპ-ჰოპ ვარსკვლავმა პერფორმანსი დაიწყო. არტისტმა შეასრულა ჰიტები: A$AP Forever, RIOT (Rowdy Pipe’n) და Tailor Swif. ამასთან, მან კიდევ ერთი ახალი, აქამდე გამოუცემელი სიმღერა – Your Honor წარადგინა. სცენაზე როკიმ Skepta-ც მოიწვია, რათა 2018 წლის ტრეკი Praise the Lord (Da Shine) ერთობლივად შეესრულებინათ. არტისტმა შოუ დახურა სინგლით – Lord Pretty Flacko Jodye 2.  

A$AP Rocky-ს გამოსვლას რიანა მაყურებლების რიგებიდან გულშემატკივრობდა. ეს იყო A$AP-ის პირველი ცოცხალი შესრულება მას შემდეგ, რაც რეპერი ლოს-ანჯელესის სასამართლომ ორ ბრალდებაში საბოლოოდ გაამართლა.  ფანების მიერ გადაღებულ ვიდეოში მისი სასამართლო პროცესის ამსახველი მოკლე ფრაგმენტიც მოხვდა.  

Rolling Loud California-ს სცენაზე ასევე გამოვიდნენ YG, Sexyy Red, Peso Pluma და BossMan Dlow. ფესტივალი 16 მარტსაც გაგრძელდა. ამ საფესტივალო დღეს მსმენელმა სცენაზე  Playboi Carti, Ken Carson, Destroy Lonely, Quavo და სხვა არტისტები იხილა.  

თებერვალში A$AP-მა ჟურნალ GQ-სთან საუბრისას დაანონსებული ალბომის, Don’t Be Dumb-ის შესახებ განახლებული ინფორმაცია გააზიარა. თუმცა ალბომის ოფიციალური გამოშვების თარიღი ჯერ კიდევ არ გამოცხადებულა. „ახლა მიქსინგისა და მასტერინგის ეტაპზე ვარ,“ – უთხრა როკიმ გამოცემას. „მაგრამ მგონია, ხალხს ამ ალბომის შესახებ სიახლეების მოსმენა უკვე მოსწყინდა.”

იხილეთ A$AP Rocky-ის გამოსვლა Rolling Loud California 2025-ზე: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

2025 წლის საბავშვო და საოჯახო Emmy-ს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

შემდეგი სტატია

Lady Gaga Frank Lebon

Lady Gaga-ს MAYHEM-ის დებიუტი Billboard 200-ის ჩარტში პირველ ადგილზეა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი