ცნობილი ამერიკული ელექტრონული პროექტი The Chainsmokers ახალ ალბომს So Far So Good 13 მაისს გამოუშვებს. EDM დუეტმა, რომლის წევრებიც ალექს პალი და ენდრიუ ტაგარტი არიან, ნამუშევრის ტრეკლისტი, გარეკანი და ტრეილერი გაავრცელა. 2-წუთიანი ვიდეო სტუდიურ ჩანაწერზე მუშაობის პროცესს ასახავს.
ალბომის ტრეკლისტი:
- Riptide
- High
- iPad
- Maradona
- Solo Mission
- Something Different
- I Love U
- If You’re Serious
- Channel 1
- Testing
- In Too Deep
- I Hope You Change Your Mind
- Cyanide
“ჩეინსმოუქერსმა” დღეისთვის ბოლო ალბომი World War Joy 2019 წელს გამოაქვეყნა. ნამუშევარმა ბილბორდის საცეკვაო/ელექტრონული ჩანაწერების ჩარტში 86 კვირა გაატარა, მათ შორის 11 კვირა ის პირველ ადგილზე იმყოფებოდა. ამის შემდეგ ბენდმა შემოქმედებითი პაუზა აიღო.
ენდრიუ ტაგარტმა და ალექს პოლმა დუეტი The Chainsmokers 2012 წელს ჩამოაყალიბეს. მუსიკოსებს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციამ Don’t Let Me Down მოუტანა, რომელსაც 2017 წელს “საუკეთესო საცეკვაო ჩანაწერის” კატეგორიაში გრემი გადაეცა. დუეტის სადებიუტო ალბომი Memories…Do Not Open გამოსვლისთანავე Billboard 200-ის სათავეში მოექცა. კოლექტივს დღემდე სამი სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოშვებული.