მიშელ ტრაქტენბერგის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

მსახიობი თებერვალში, 39 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მიშელ ტრაქტენბერგი
Jason Kirk/Getty Images

მიშელ ტრაქტენბერგის გარდაცვალებიდან თითქმის ორი თვის შემდეგ ნიუ-იორკის მუნიციპალიტეტმა და მთავარმა სამედიცინო კვლევის ოფისმა მსახიობის გარდაცვალების მიზეზი გაამხილეს. 

People-ის ინფორმაციით, სამედიცინო კვლევის ოფისში დაადასტურეს, რომ ტრაქტენბერგი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, რაც დიაბეტის გართულებებმა გამოიწვია. „დასკვნა ტოქსიკოლოგიური კვლევების შედეგად გაკეთდა, რომელთა ჩატარებაც ავტოფსიის გარეშეა შესაძლებელი,” –  აღნიშნა წარმომადგენელმა. 

ტრაქტენბერგი 26 თებერვალს, 39 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს. 

მიუხედავად იმისა, რომ მისი გარდაცვალება არ ყოფილა მიჩნეული „საეჭვოდ”, ოჯახმა, ებრაული რწმენის გამო, ავტოფსიაზე უარი განაცხადა. შესაბამისად,  მოსალოდნელი იყო, რომ მსახიობის გარდაცვალების მიზეზი უცნობი დარჩებოდა. თუმცა ტოქსიკოლოგიური კვლევების შედეგებმა საბოლოოდ მიზეზის დადგენა მოახერხა. 

ტრაქტენბერგმა მსახიობობა ბავშვობიდან დაიწყო და 10 წლის ასაკში ცნობილი გახდა ფილმით Harriet the Spy. 2000-2003 წლებში თამაშობდა სერიალში Buffy the Vampire Slayer. მონაწილეობს ფილმში „ევროტური” და სერიალში Gossip Girl. 

ტრაქტენბერგი გამოჩნდა ისეთი არტისტების ვიდეოკლიპებშიც, როგორებიც არიან Trapt და Ringside, ასევე Fall Out Boy-ს სიმღერაში This Ain’t a Scene, It’s an Arms Race, რომელმაც Billboard Hot 100-ის მეორე პოზიცია დაიკავა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

SZA-მ მაკიაჟის საკუთარი ხაზი წარადგინა

შემდეგი სტატია

KAIAKUMAS – ახალი ბენდი ქართულ მუსიკალურ სცენაზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

კაილი მინოუგი - 2025 წლის 3 აპრილი, ნიუ იორკი John Nacion/Variety

კაილი მინოუგი მაიკლ ჰატჩენსის გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ გულახდილად საუბრობს მის ყოფილ პარტნიორზე: „ხშირად ვგრძნობ ხოლმე მის თანაარსებობას“

ჯგუფ INXS-ის სოლისტი მაიკლ ჰატჩენსი და კაილი მინოუგი ერთმანეთს ორი წლის განმავლობაში (1989-1991 წლებში) ხვდებოდნენ.
მეტი

კონან ო’ბრაიანი ოსკარის დაჯილდოებას ზედიზედ მესამედ გაუძღვება

ბილი კრისტალის შემდეგ ის გახდება პირველი ადამიანი, ვინც ცერემონიას ზედიზედ სამი წლის განმავლობაში წაიყვანს.
მეტი

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
მეტი
BTS: THE RETURN | Sneak Peek | Netflix

BTS-ის მასშტაბური დაბრუნება: ნახეთ ახალი დოკუმენტური ფილმის პირველი კადრები

ვიდეოში ნაჩვენებია ალბომ ARIRANG-ის გარეკანის გადაღების პროცესი და ჯგუფის წევრების ინტერვიუები, სადაც ისინი კითხვებს პასუხობენ.
მეტი