SZA-მ მაკიაჟის საკუთარი ხაზი წარადგინა

SZA
Cass Meyers

მომღერალმა SZA-მ მაკიაჟის ხაზი, სახელწოდებით Not Beauty გამოუშვა. პროდუქტები ექსკლუზიურად შეერთებული  შტატების მასშტაბით, მხოლოდ ე.წ. pop-up მაღაზიებში იქნება წარმოდგენილი. Not Beauty კენდრიკ ლამარის და SZA-ს ერთობლივი ტურნეს, Grand National Tour-ის ფარგლებში, მიმდინარე კვირიდან გაიყიდება.

მაკიაჟის ხაზის პირველი პროდუქტი ტუჩის მბზინავი ბალმი, ე.წ. ტუჩის გლოსია, რომელიც წარმოდგენილია სამ ფერში: The Flesh, Strawberry Jelly და Quartz. თითოეულის ღირებულება $23 იქნება. მომავალში Not Beauty-ს ხაზს დაემატება ტუჩის ტონერები, კონტურის ფანქრები და ტუჩის კრემები. როგორც SZA-მ Vogue-თან ინტერვიუში თქვა, Super Bowl-ის მუსიკალურ შოუზე კენდრიკ ლამართან ერთად გამოსვლისას, როცა მათ ჰიტები All the Stars და Luther შეასრულეს, სწორედ თავისი ბრენდის ტუჩის ბალზამი ესვა.

როგორც პრესრელიზში ვკითხულობთ, შეფუთვის დიზაინი შთაგონებულია ბუნებით – ხის ტექსტურებით, მცენარეებით, მწერებითა და თამამი, ბუნებრივი ფერებით. სწორედ ეს იყო SZA-ს ცნობილი ალბომის, SOS-ის ლუქს ვერსიის გარეკანის ინსპირაციაც. Not Beauty სრულად ვეგანური, გლუტენისა და ცხოველებზე ტესტირების გარეშე შექმნილი პროდუქტია. 

„Not Beauty არის მცდელობა, შევაბიჯო სილამაზის ინდუსტრიაში. ეს არის პასუხი საჭიროებაზე – მჭირდებოდა რაღაც, რაც გაძლებდა ჩემი შოუს, საუბრის ან პაემნის ბოლომდე,“ – ამბობს გრემის მფლობელი არტისტი. „ვერ ვიტყვი, რომ ბევრ რამეში ვერკვევი კარგად, მაგრამ ტუჩებზე ნამდვილად ბევრი ვიცი. მგონია, რომ Not Beauty არ არის უბრალოდ სილამაზე – ეს არის ის, რაც მე გამომადგა და მინდა, თქვენც გაგიზიაროთ. ეს მართლა ხარისხიანია. საოცარია.“

სილამაზის ინდუსტრიაში SZA-ს პირველი ნაბიჯი არ არის ერთადერთი დებიუტი მის კარიერაში – წელს მან ბედი კინოინდუსტრიაშიც სცადა. არტისტმა ახალი როლი მოირგო და მონაწილეობა მიიღო ფილმში One of Them Days, სადაც კიკი პალმერს უწევს სამსახიობო პარტნიორობას.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

სელენა გომესი - ფოტო: ჰანტერ მურენო

სელენა გომესი Billboard Latin Women in Music-ის ღონისძიებაზე წლის ქალის ტიტულით დაჯილდოვდება

შემდეგი სტატია

მიშელ ტრაქტენბერგის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი