კენდრიკ ლამარი ფრანგული მოდის სახლის – Chanel-ის ამბასადორია

რეპერი მონაწილეობს ბრენდის ახალი სათვალეების სარეკლამო კამპანიაში, რომელიც 22 აპრილს გამოდის.
კენდრიკ ლამარი Chanel-ის 2023/2024 წლების ოტ კუტიურ კოლექციის ჩვენებაზე. 2023 წლის 4 ივლისი, პარიზი.
Arnold Jerocki/Getty Images

კენდრიკ ლამარი Chanel-ის ბრენდ ამბასადორი გახდა. არტისტი გამოჩნდება ფრანგული მოდის სახლის ახალი სათვალეების სარეკლამო კამპანიაში, რომელიც 22 აპრილს გამოდის. ინფორმაცია ექსკლუზიურად Business of Fashion-მა გაავრცელა.

„Chanel-ის ატელიეში ვიმყოფებოდი და საკუთარი თვალით ვნახე, როგორ ტრანსფორმირდება იდეა დიზაინიდან რეალურ პროდუქტამდე. ვუყურებდი ადამიანებს, რომლებიც დაუღალავად შრომობენ და იდეებს აცოცხლებენ და თავი ჩემთვის ნაცნობ გარემოში ვიგრძენი,“ – აღნიშნა რეპერმა გამოცემასთან ინტერვიუში.

„Chanel-ს აქვს მემკვიდრეობა, რომელიც დროს უძლებს. ბრენდი მამაკაცებისთვის ტანსაცმელს არ ქმნის, ამიტომ თავიდანვე სათვალეების იდეა მქონდა,“ – აღნიშნა კენდრიკ ლამარმა. არტისტი სწორედ Chanel-ის სათვალეებს ატარებს Luther-ის ვიდეოკლიპში, რომელიც მისი და SZA-ს ერთობლივი ნამუშევარია. სიმღერა Billboard Hot 100-ის პირველ ადგილს 26 აპრილით დათარიღებულ ჩარტში უკვე მეცხრედ იკავებს.

ლამარი Chanel-ის ახალი სათვალეების კამპანიაში ბრენდის სხვა ცნობილ ამბასადორებთან ერთად გამოჩნდება. კამპანიის ფოტოებიც ცნობილმა ფოტოგრაფმა, კარიმ სადლიმ გადაიღო.

ლამარს Chanel-თან წარსულშიც უთანამშრომლია – 2023 წლის Met Gala-ზე, რომელიც თემატურად ლეგენდარული დიზაინერისა და Chanel-ის ყოფილი კრეატიული დირექტორის, კარლ ლაგერფელდის ცხოვრებას მიეძღვნა, კენდრიკი სპეციალურად მისთვის შექმნილი ტყავის მოსაცმელით წარდგა. 

კენდრიკ ლამარმა და მისმა კრეატიულმა პარტნიორმა, დეივ ფრიმ მოგვიანებით Chanel-ის 2024 წლის მაღალი მოდის შოუს სცენოგრაფია შექმნეს. ამავდროულად, გადაიღეს მოკლემეტრაჟიანი ფილმიც – The Button, რომელშიც ნაომი კემპბელი და მარგარეტ ქუალი მონაწილეობენ.

ლამარი ამჟამად საკონცერტო ტურნეს მართავს SZA-სთან ერთად. Grand National Tour-ის ფარგლებში პირველი შოუ შაბათ საღამოს მინეაპოლისის U.S. Bank Stadium-ზე გაიმართა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ლანა დელ რეის ახალი სიმღერა Bluebird მომღერლის ცხოვრებისეული გამოცდილებიდან დაიბადა

შემდეგი სტატია

კანიე უესტის თქმით, Jail-ის შექმნისას მან და ჯეი-ზიმ Make America Great Again-ის ქუდთან დაკავშირებულ ტექსტზე იჩხუბეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი