Ye ებრაულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ სკანდალური სიმღერის – Heil Hitler-ის გამო მკაცრად გააკრიტიკა

ორგანიზაციამ ტრეკის გამოშვება „საზიზღარ ქმედებად“ შეაფასა.
კანიე უესტი 67-ე გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე. 2025 წლის 2 თებერვალი. ლოს-ანჯელესი.
Matt Winkelmeyer/Getty Images for The Recording Academy

Ye (ყოფილი კანიე უესტი) კვლავ მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა მას შემდეგ, რაც სკანდალური ტრეკის, Heil Hitler-ის გამოშვება სცადა. 8 მაისს, ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციის დღეს, ტრეკი სტრიმინგ სერვისებიდან და ციფრული დისტრიბუციის პლატფორმებიდან აიღეს. ამის შემდეგ ებრაელთა უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის – Simon Wiesenthal Center-ის ხელმძღვანელმა ჯიმ ბერკმა Billboard-ს განცხადება გაუგზავნა, რომელშიც უესტის ქმედების გამო აღშფოთება და იმედგაცრუება გამოხატა.

„ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციის დღეს კანიე უესტის მიერ სიმღერა Heil Hitler-ის გამოშვება სიძულვილის ენის პირდაპირი გამოვლინებაა. ეს სიმღერა იმ საზიზღარ გზავნილებს იმეორებს, რაც უესტისგან უკვე აღარ გვიკვირს,” – განაცხადა ბერკმა.

ჯიმ ბერკის გაღიზიანება ამით არ ამოწურულა –  მან ყურადღება გაამახვილა ილონ მასკის სოციალურ პლატფორმა X-ზეც, რომელმაც, ბერკის თქმით, Ye-ს და სხვებს სიძულვილის ენის გავრცელების საშუალება მისცა.

„ებრაელების წინააღმდეგ ამ სახიფათო გზავნილების გავრცელებაში მისი [კანიე უესტის] ხელშემწყობი არის პლატფორმა X, რომელიც თავადვე არღვევს საკუთარ წესებს, სადაც ნათლად წერია: თქვენ არ შეგიძლიათ პირდაპირ შეუტიოთ ადამიანებს რასის, ეთნიკური კუთვნილების, ეროვნული წარმომავლობის, კასტის, სექსუალური ორიენტაციის, სქესის, გენდერული იდენტობის, რელიგიური მიკუთვნებულობის, ასაკის, შშმ სტატუსის ან მძიმე დაავადების საფუძველზე. მოვუწოდებთ X-ს, წაშალოს უესტი პლატფორმიდან, ხოლო დანარჩენ პლატფორმებსა და დისტრიბუტორებს – უარი თქვან ამ სიმღერის განთავსებასა და მონეტიზაციაზე. აუცილებელია მკაფიო ზღვრის გავლება, როცა გენოციდური რეჟიმების განდიდებას ეხება საქმე, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ამას მილიონობით ახალგაზრდა უსმენს.“

მას შემდეგ, რაც ციფრული სერვისების პლატფორმებმა უარი თქვეს ტრეკის განთავსებაზე, უესტმა ჩანაწერი SoundCloud-ზე ატვირთა, თუმცა იქიდანაც მალევე წაიშალა. ამის შემდეგ რეპერმა თავისი პოზიცია სოციალურ ქსელ X-ზე დააფიქსირა: „ტრეკი – Heil Hitler ყველა ციფრულ სტრიმინგ პლატფორმაზე აკრძალეს. ამავე დროს, რენდი ნიუმანის სიმღერა Rednecks კვლავ ხელმისაწვდომია. ისინი პირდაპირ ზურგს უმაგრებენ შავკანიანების ჩაგვრას.“

Heil Hitler უესტმა წარსულში რამდენჯერმე დააანონსა. სხვადასხვა თემასთან ერთად, ტრეკის ტექსტი მოიცავს ბავშვებზე მეურვეობის საკითხებს. ამ ნაწილში რეპერი საკუთარ გამოცდილებას და ყოფილ მეუღლესთან, კიმ კარდაშიანთან დაძაბულ ურთიერთობას ეხება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მაილი საირუსი. ფოტო: გლემ ლოჩფორდი

კვირის მუსიკალური რელიზები

შემდეგი სტატია

Newcomers Tbilisi

Tbilisi Newcomers 2025-ის გამარჯვებული ცნობილია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლევან შანშიაშვილი - მუსიკოსი

ლევან შანშიაშვილი – მცენარეების იმპულსებით შექმნილი მელოდია, რომელიც არასდროს მეორდება

„ხეები ჩემთვის მუდამ იდუმალებით იყვნენ მოცულნი, მათში სიცოცხლის ამოუხსნელი აზრის განსახიერებას ვხედავდი. სწორედ ამიტომ, ტყე იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ყველაზე მეტად ვუახლოვდებოდი ყოფიერების სიღრმისეულ არსსა და მის განმაცვიფრებელ კანონზომიერებას“. - კარლ გუსტავ იუნგი.
მეტი

საბრინა კარპენტერის Met Gala-ს კაბა კინოფირისგან შეიქმნა

ფირზე აღბეჭდილი კადრები იყო 1954 წლის ფილმიდან „საბრინა“, რომელიც მომღერალმა თავის ყველა დროის ერთ-ერთ საყვარელ ფილმად დაასახელა.
მეტი
Charli xcx - ერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2026 წლის 14 თებერვალი, გერმანია. Arturo Holmes/Getty Images

Charli xcx-მა ახალი სიმღერის, Rock Music-ის თიზერი გაავრცელა, თუმცა განაცხადა რომ როკ-ალბომზე არ მუშაობს

„არასდროს მითქვამს, რომ როკ-ალბომზე ვმუშაობდი“, - განმარტავს Charli xcx, გასულ თვეს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.
მეტი