Scifi Tragedy – ნინი ნუციბიძის და Nikakoi-ს ახალი კოლაბორაცია

Scifi Tragedy ნინი ნუცუბიძის და Nikakoi-ს პირველი ერთობლივი ნამუშევარია.
ნინი ნუცუბიძე და Nikakoi – Scifi Tragedy
Artwork: ლიზა ყაჯრიშვილი

ნინი ნუცუბიძემ და Nikakoi-მ (ნიკა მაჩაიძე) ახალი ერთობლივი ტრეკი, სახელწოდებით Scifi Tragedy გამოუშვეს. ნამუშევარი მუსიკალურ სტრიმინგ პლატფორმებზე 12 მაისს გამოქვეყნდა. Scifi Tragedy ნინი ნუცუბიძის და Nikakoi-ს პირველი კოლაბორაციული ნამუშევარია. ტრეკის პროდიუსერი და კომპოზიტორი ნიკა მაჩაიძეა, ხოლო ტექსტი ნინი ნუცუბიძეს ეკუთვნის. ნამუშევარში ასევე გამოყენებულია გოგი ცაბაძის კომპოზიცია „მე ხომ შენი ლანდი ვარ”. 

სიმღერის მიქსინგზე და მასტერინგზე ნიკალა ზუბიაშვილმა იმუშავა. ჩანაწერის ციფრულ დისტრიბუციას ქართული არტისტ მენეჯმენტის კომპანია Bloom Music უზრუნველყოფს. სინგლის ე.წ. არტვორქი ლიზა ყაჯრიშვილს ეკუთვნის. Scifi Tragedy-ს გავრცელების მედია პარტნიორია  Billboard Georgia. 

ნინი ნუცუბიძე მუსიკოსი, სიმღერების ავტორი და პროდიუსერია, რომლის შემოქმედებაც აერთიანებს ისეთ ჟანრებს, როგორიცაა სოული, R&B, ჰიპ-ჰოპი, ექსპერიმენტული მუსიკა და Glitch. 2024 წელს ნინი ნუცუბიძე გახდა Billboard Women in Music-ის  ნომინანტი კატეგორიაში Global Force.  იმავე წელს, მან მონაწილეობა მიიღო გერმანიის ერთ-ერთ უდიდეს კლასიკურ ფესტივალში – Beethovenfest, სადაც ქართველ პიანისტ გიორგი გიგაშვილთან ერთად წარდგა. 2024 წელს არტისტმა გამოუშვა EP სახელწოდებით Paper Planes.

Nikakoi ქართველი მუსიკალური პროდიუსერი, კომპოზიტორი და რეჟისორია. ნიკა მაჩაიძე ქართული ელექტრონული მუსიკის პიონერად ითვლება. მან შემოქმედებითი კარიერა 1990-იანი წლების შუა პერიოდში დაიწყო. არტისტმა თავისი ექსპერიმენტული მუსიკალური პროექტები არაერთ ქვეყანაში წარადგინა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Pearl Jam კომპილაციურ ალბომს გამოსცემს, რომელიც HBO-ს The Last of Us-ითაა შთაგონებული

შემდეგი სტატია

მადონას სიტყვებს, რომ შონ პენი მისი ცხოვრების სიყვარულია, მსახიობი 30 წლის შემდეგ ეხმაურება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი