Tamada-ს და სტეფანე მღებრიშვილის კოლაბორაციული სიმღერა –  For You I Would Be Enough

„ორი წლის წინ, ბოლო ალბომზე მუშაობის პროცესში, სტეფანემ შემოიარა ლენო სტუდიაში. შემთხვევით, ამ სიმღერაზე ვმუშაობდი და ასე, ხუმრობა-ხუმრობით იმღერა მისამღერი.”
Tamada – For You I Would Be Enough (feat. Stephane) | Lyrics Video
Tamada – For You I Would Be Enough (feat. Stephane)

15 მაისს მუსიკალურ პლატფორმებზე Tamada-ს და სტეფანე მღებრიშვილის კოლაბორაციული სიმღერა –  For You I Would Be Enough გამოქვეყნდა, რომლის ვიდეოკადრებიც სტეფანეს გასული წლის სოლო კონცერტიდან არის აღებული.

სიმღერა Tamada-ს EP-ში, სახელწოდებით Shvebuleba-ში შევა. სამტრეკიანი EP-დან  ორი სიმღერა  უკვე გამოქვეყნდა, მესამე კომპოზიციის, Ar Tmob-ის გამოსვლა კი 23 მაისს იგეგმება.

„ორი წლის წინ, ბოლო ალბომზე მუშაობის პროცესში, სტეფანემ შემოიარა ლენო სტუდიაში. შემთხვევით, ამ სიმღერაზე ვმუშაობდი და ასე, ხუმრობა-ხუმრობით იმღერა მისამღერი. საშვილიშვილოდაც ასე დარჩა. ძალიან მიხარია სტეფანესთან კოლაბი და იმედია, თქვენც გაგახარებთ ეს ამბავი!”- წერს არტისტი სოციალურ ქსელში.

ახალ EP-ში Tamada-ს სამი ტრეკია გაერთიანებული (Davrchi Marto, For you i would be enough / feat. ‪@stephanemgebrishvili‬ და Ar Tmob), რომლებიც ეტაპობრივად, მაისის თვეში გამოიცემა. 

EP –  Shvebuleba-ს, ერთი შეხედვით,  Tamada-ს ტრადიციული მუსიკალური ესთეტიკისგან განსხვავებული ჟღერადობა აქვს. აქ მუსიკას მელანქოლიური ტონი და ნოსტალგიური განწყობა გასდევს, რაც ბავშვობის დაკარგული ხმების ძიებაში და საკუთარი, ახალი მეს პოვნაში გეხმარება.

მოისმინეთ Tamada-ს და სტეფანე მღებრიშვილის კოლაბორაციული სიმღერა –  For You I Would Be Enough:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Mariam Shengelia – Freedom (LIVE) | Georgia 🇬🇪 | Second Semi-Final | Eurovision 2025

საქართველო ევროვიზიის ფინალს გამოეთიშა

შემდეგი სტატია

ნახეთ Tems-ის პირველი Billboard-ის ყდის გადაღებების კადრს მიღმა მასალა Pinterest-ზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი