YG საჯაროდ საუბრობს სექსუალურ ძალადობაზე, რომლის მსხვერპლიც 14 წლის ასაკში გახდა

რეპერმა ეს ამბავი პირველად მარტში გაამხილა, როცა წარსულ გამოცდილებას თავის სინგლში შეეხო.
YG
Paras Griffin/Getty Images for REVOLT

ამერიკელმა რეპერმა YG-მ მარტში გამოშვებულ სინგლში „2004” პირველად ისაუბრა იმაზე, რომ თინეიჯერობის ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ახლა კი ის საჯაროდ ჰყვება, თუ როგორ გააუპატიურა 30 წლის ქალმა, როდესაც თვითონ მხოლოდ 14 წლის იყო.

„ძალიან დიდხანს ვმალავდი ამ ყველაფერს. ჩემი ოჯახის წევრებმაც პირველად სინგლის გამოსვლის დროს გაიგეს,” – უთხრა მან ABC News-ს. 

35 წლის არტისტი ამბობს, რომ სიმღერა რამდენიმე ახლო მეგობარს მოასმენინა და გაოცდა, როცა აღმოაჩინა, რომ ბევრ მათგანს ბავშვობაში მსგავსი გამოცდილება ჰქონდა. „90 პროცენტს იმ ბიჭებიდან, ვისაც მოვასმენინე, მსგავსი ისტორია გადახდენია,” – აღნიშნა YG-მ. 

რეპერი იხსენებს, რომ 20 წელზე მეტი ხნის წინ მომხდარი შემთხვევის დროს სრულად ვერ აცნობიერებდა, რომ ეს სექსუალური ძალადობა იყო. „იმ დროს ვფიქრობდი, რომ ეს იყო ჩვეულებრივი რამ – უფრო ხანდაზმულ ქალთან ურთიერთობა – ასე მეგონა. მერე ცხოვრებაში სხვადასხვა შემთხვევას გადააწყდები, ისწავლი რაღაცებს და ხვდები – თურმე ჩემზე სექსუალურად იძალადეს.“

„2004”-ის შექმნის პროცესი მაშინ დაიწყო, როცა პროდიუსერმა J.LBS-მა (J Pounds) YG-ს სტუდიაში უთხრა, რომ ბოლომდე გახსნილიყო და ისეთ თემაზე ელაპარაკა, რაზეც მანამდე არასდროს უსაუბრია. „მითხრა: უნდა ილაპარაკო ისეთ რამეზე, რაზეც ჯერ არ გისაუბრია. უნდა ჩაიხედო შენს თავში. მითხარი ის, რაც არავისთვის გითქვამს,“ – იხსენებს YG.

რეპერი იმედოვნებს, რომ მისი გულწრფელობა სხვა ადამიანებსაც მისცემს ძალას, თავიანთი ისტორიები გაამხილონ. მიუხედავად იმისა, რომ 2004 ბევრისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, YG ამბობს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და თავისი ახალი ალბომით The Gentleman’s Club, რომელიც ზაფხულში გამოვა, კიდევ უფრო ღრმად შეიჭრება პირად ისტორიებში. „ახლა, როცა ჩემს ცხოვრებაში პიროვნული ზრდისა და ცვლილებების ეტაპი დადგა, ეს აღარ არის რთული, რადგან სიმართლეს ვყვები,” – აცხადებს რეპერი. 

სინგლი, სახელწოდებით „2004”, ვიდეოკლიპთან ერთად გამოვიდა. ვიდეოს თანარეჟისორი თავად რეპერია და მას იუთუბზე უკვე 1.5 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

იხილეთ სრული ინტერვიუ YG-სთან:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

50 Cent - 2024 წლის, 6 ივნისი, ნიუ იორკი. ფოტო სლავენ ვლასიც/Getty Images

50 Cent-ის თქმით, Diddy-ს საპროცესო შეთანხმებაზე უარი არ უნდა ეთქვა

შემდეგი სტატია

Rihanna - Black Panther 2: Wakanda Forever-ის პრემიერაზე, 2022 წლის 26 ოქტომბერი. ფოტო: Axelle/Bauer-Griffin/FilmMagic

Rihanna-ს ახალი სიმღერა Friend of Mine  „სმურფების“ ანიმაციური ფილმის საუნდტრეკი იქნება

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი