შაკირა „ზოოტოპია 2-ში” გაზელის როლით ბრუნდება

კოლუმბიელი ვარსკვლავი ამჟამად მსოფლიო ტურნეში იმყოფება.
შაკირას პერსონაჟი გაზელი „ზოოტოპია 2-ის” ტრეილერში

დისნეიმ „ზოოტოპია 2-ის” პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა, სადაც გაზელის როლს კვლავ შაკირა ასრულებს. ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ კოლუმბიელი ვარსკვლავი თავის ვოკალურ შესაძლებლობებს კიდევ ერთხელ უწილადებს დამოუკიდებელ ანტილოპას, რომელიც თავბრუს ხვევს აუდიტორიას მისი ბრჭყვიალა მონეტებიანი ქვედაბოლოთი და ენერგიული ჰიმნით Try Everything.

ოსკაროსანი დუეტის, ჯარედ ბუშისა და ბაირონ ჰოვარდის მიერ გადაღებული ანიმაციური ფილმის მეორე ნაწილში შაკირას პარტნიორობას კვლავ გაუწევენ ჯინიფერ გუდვინი და ჯეისონ ბეიტმენი, რომლებიც დეტექტივების – ჯუდი ჰოპსისა და ნიკ უაილდის პერსონაჟებს ახმოვანებენ. ამჯერად მათ ახალი გმირი დაემატებათ –  გველი, სახელწოდებით გარი. 

გავრცელებულ ტრეილერში ნიკი, ჯუდი და გარი ზოოტოპიის სხვადასხვა ნაწილში პოლიციისგან გაქცევას ცდილობენ. ბოლოს კი მისტიკურ პერსონაჟს გადააწყდებიან – შავმოსასხამიან ფიგურას მანათობელი თვალებით. ტრეილერში ვხვდებით ახალ გმირებსაც – თხუნელასა და ქუოკას და ასევე შაკირას პერსონაჟ გაზელს. 

ამჟამად მომღერალი მისი ბოლო ალბომის სახელწოდების მსოფლიო ტურნეშია – Las Mujeres Ya No Lloran. შაკირას ვარსკვლავური სიკაშკაშე ახლა კიდევ უფრო ძლიერია, რაც გაზელის ეკრანზე დაბრუნებას მეტად საინტერესოს ხდის ყველა ასაკის ფანებისთვის.

კოლუმბიელმა ვარსკვლავმა ცოტა ხნის წინ ჯიმი ფელონის შოუში Hips Don’t Lie-ს 20 წლის იუბილე აღნიშნა. ასევე წარდგა ღამის შოუში, სადაც მისი საყვარელი 1996 წლის ბალადა Antología შეასრულა. 

„ზოოტოპია 2” კინოთეატრებში 26 ნოემბერს გამოვა. ნახეთ ტრეილერი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

L’Impératrice

L’Impératrice  – პარიზული რეტრო-ფუტურიზმი თბილისის სცენაზე

შემდეგი სტატია

A$AP Rocky-მ კანის ფესტივალზე, ფილმ Highest 2 Lowest პრემიერის დროს ახალი სიმღერა დააანონსა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი