Riha-ს სვანურ მოტივებზე აგებული მუსიკა – ახალი EP სახელწოდებით – „მალატ“

„ყველაზე საოცარი ის არის, რომ კარგად თუ დააკვირდებით, სვანურ ენაში მრავალ პროტოქართულ ელემენტს იპოვით. მეც მინდოდა ეს უსიტყვოდ, მუსიკით გამომეხატა.“
Riha-ს ახალი EP – „მალატ”

ქართველმა არტისტმა  რატი ონიანმა, სასცენო სახელით Riha, ახალი, რიგით მესამე მინი ალბომი გამოუშვა, რომლის სახელწოდებაც – “მალატ”  სვანურად სიყვარულს ნიშნავს.  Ep-ში ხუთი კომპოზიციაა გაერთიანებული და თითოეულს სვანური სახელი ჰქვია.

მუსიკოსი აღნიშნავს, რომ სვანური ენა უძველესი ქართული ელემენტების მრავალფეროვან მემკვიდრეობას ინახავს და მას სურდა, ეს უნიკალურობა მუსიკით,  უსიტყვოდ გადმოეცა.

Riha – რატი ონიანი – არტისტი

Riha – რატი ონიანი: მუსიკოსი

„ალბომზე მუშაობა სულ რამდენიმე დღის წინ დავიწყე. კომპოზიციები ძალიან მალე დაიწერა. ჩემს სტუდიურ ჩანაწერში პირველად გამოვიყენე ულადო და აკუსტიკური ბასები. ლაივზე დამიკრავს ამ ორი სახის ბასგიტარაზე. ჩემს მუსიკაში მთავარი ინსტრუმენტი ყოველთვის ბას გიტარაა. ალბომის შექმნის მთავარი ინსპირაცია ერთი ლამაზი, პატარა ისტორიაა. ჩემმა საყვარელმა ბაბუამ, მოქანდაკე ვახტანგ ონიანმა ერთხელ მითხრა: „სვანურად მტევანი არის ტვეტ (ტუეტ) და რომელ ქართულ სიტყვას ამსგავსებო?“. მე, რა თქმა უნდა, ვერ მოვიფიქრე, რადგან მაშინ სვანური საერთოდ არ ვიცოდი. სიტყვა ტვეტიდან მოდის თანამედროვე ქართული სიტყვა ტოტი, რომელიც მართლაც ხელს და ხელის მტევანს ჰგავს. პერიოდულად ვარქმევ ხოლმე სვანურ სახელებს კომპოზიციებს და გადავწყვიტე, ამ პატარა ალბომში ყველა ინსტრუმენტალს სვანური სახელი ჰქონოდა: ტუეტ – მტევანი, მალატ – სიყვარული, შუშპარ – ცეკვა, ლიშუმე – დაკვრა და ცხეკ – ტყე. ყველაზე საოცარი ის არის, რომ კარგად თუ დააკვირდებით, სვანურ ენაში მრავალ პროტოქართულ ელემენტს იპოვით. მეც მინდოდა, ეს უსიტყვოდ, მუსიკით გამომეხატა.”

Riha  კიდევ ერთ განსაკუთრებულ პროექტს აანონსებს. არტისტი ბაბუის, მოქანდაკე ვახტანგ ონიანის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე დოკუმენტურ ფილმს იღებს, რომლის საუნდტრეკსაც თავად ქმნის. პარალელურად, მზადების პროცესშია მისი მეოთხე და მეხუთე  LP, რომლითაც  არტისტი წლის მიწურულს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მრავალმხრივ მუსიკალურ ხედვას, ემოციურ სიღრმესა და კულტურულ ფესვებთან მჭიდრო კავშირს.

მოისმინეთ  Riha-ს ახალი EP – „მალატ”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Bad Bunny ფილმში Caught Stealing - Courtesy Sony Pictures Entertainment

Bad Bunny ოსტინ ბატლერს და ზოი კრავიცს ფილმ Caught Stealing-ში უერთდება

შემდეგი სტატია

Tyler, the Creator საკულტო ფეხსაცმლის ბრენდ Converse-თან არქივული დიზაინების გასაცოცხლებლად გაერთიანდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კეტი პერი, FUTURE, LISA, ჯეი ბალვინი, ალანის მორისეტი და ტაილა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე წარდგებიან

მუსიკალური პერფორმანსით ასევე გამოვლენ Anitta, მაიკლ ბუბლე, ალესია კარა და ჯესი რეიესი.
მეტი
The Cave - WITHANIA SOMNIFERA

The Cave-ის ახალი რელიზი –  WITHANIA SOMNIFERA

„WITHANIA SOMNIFERA არის ტრეკი, რომელიც დაკავშირებულია პროცესებთან, თუ როგორ შეიძლება მიხვიდე იმ მდგომარეობამდე, რომ შეძლო რაღაცის შექმნა.“
მეტი
ბრაიან ადამსი / 2022 წლის 24 სექტემბერს ტორონტოში, ონტარიო (Photo by Jeremy Chan/Getty Images) Getty Images

ბრაიან ადამსის (Everything I Do) I Do It for You-ს მუსიკალურმა ვიდეომ Youtube-ზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა

კანადელი მომღერალი და სიმღერების ავტორი უკვე მეორედ მოხვდა YouTube-ის “მილიარდ ნახვათა კლუბში”.
მეტი