Tyler, the Creator საკულტო ფეხსაცმლის ბრენდ Converse-თან არქივული დიზაინების გასაცოცხლებლად გაერთიანდა

ტაილერის კოლექცია გაყიდვაში 20 ივნისს ჩაეშვება.
Tyler, The Creator სტრიმინგ სერვის Netflix-ის მიუზიკლის, The Piano Lesson-ის პრემიერაზე ლოს-აჯელესში. 2024 წლის 19 ნოემბერი.
Roger Kisby/Getty Images

Tyler, the Creator კვლავ გაერთიანდა Converse-თან პროექტ 1908 Program-ის ფარგლებში, რათა ბრენდის არქივული დიზაინები თავისი ხედვით ხელახლა გაეცოცხლებინა. ტაილერის კოლექცია გაყიდვაში 20 ივნისს  ჩაეშვება. იგი მოიცავს Naut-1 და Coach Jogger მოდელების თანამედროვე ვერსიებს, თუმცა ამავდროულად ინარჩუნებს Converse-ის ტრადიციულ ესთეტიკას.

Naut-1 მოდელი 1970-80-იან წლებში მოზარდების გარდერობის განუყოფელი ნაწილი იყო. ტაილერის ვერსია ამ კლასიკურ სპორტულ ფეხსაცმელს ახლებური ვიზუალით წარმოგვიდგენს – დაბალყელიანი მოდელი, რომლის ფერთა პალიტრაში შედის ცისფრისა და ყავისფრის კომბინაცია. ზოგიერთი მოდელის დიზაინში ცხოველების პრინტებს შევხვდებით, ზოგ შემთხვევაში კი – ვარდისფერ ყვავილებს.

Tyler the Creator X Converse
Converse

რაც შეეხება Coach Jogger-ს, მისი თავდაპირველი ვერსია 1976 წელს გამოჩნდა. ტაილერის ინტერპრეტაციით შექმნილ დიზაინში გამოყენებულია მუქი წითელი, მწვანე, პასტელური ცისფერი და ოქროსფერი კომბინაციები.

კოლექციის შეძენა მსოფლიოს მასშტაბით 20 ივნისიდან, Converse-ის ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი. თუმცა, ლოს-ანჯელესში 12 ივნისს ექსკლუზიურად გაიხსნება 1908 Pop-Up მაღაზია, სადაც მომხმარებლები შეძლებენ, პირველებმა იხილონ ტაილერის დიზაინერული ხედვა.

რაც შეეხება მუსიკალურ საქმიანობას – ამჟამად Tyler, the Creator ევროპულ ტურნეშია. Chromakopia Tour-ის ფარგლებში ის ლონდონში იმყოფება, შემდეგ კი კონცერტებს გამართავს დუბლინში, მანჩესტერსა და გლაზგოში.

ტაილერი შეერთებულ შტატებს Governors Ball-ის ფესტივალზე დაუბრუნდება, რომელიც 6 ივნისს ნიუ-იორკში, Queens-ში გაიმართება. არტისტი ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ჰედლაინერია. Tyler, the Creator-ის ტურნე შეერთებულ შტატებშიც გაგრძელდება და მოიცავს ისეთ ქალაქებს, როგორებიც არის: ცინცინატი, ნიუ-იორკი, კლივლენდი, ჩიკაგო, ტორონტო, ბალტიმორი, დეტროიტი და ფილადელფია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Riha-ს სვანურ მოტივებზე აგებული მუსიკა – ახალი EP სახელწოდებით – „მალატ“

შემდეგი სტატია

ბრიუს სპრინგსტინი ფოტო: რობ დემარტინი

ბრიუს სპრინგსტინმა ახალი EP სახელწოდებით – Land of Hope & Dreams გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
მეტი
Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD ფოტო: Shalika Studio

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD გახდა

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვება ჯგუფმა OCD-მ მოიპოვა. შედეგად, მუსიკოსები 4 ივლისს რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე - Tbilisi Open Air-ის სცენაზე წარდგებიან.
მეტი

Mebo Renard-მა ახალი სიმღერა „გადის დრო“ გამოუშვა

„ხანდახან უცხო ადამიანები ისე გიბიძგებენ, შექმნა რაღაც ახალი, რომ თვითონაც არ იციან. ამიტომ მადლობა ყველას, ვინც იუთუბზე კომენტარებს წერს.“ - Mebo Renard
მეტი