Billboard Georgia-მ ახალი სეზონი გახსნა – Republic-ის სცენაზე MonoNeon წარდგა

წლების განმავლობაში MonoNeon თანამშრომლობდა ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან Prince, მაკ მილერი, Nas და სხვები.

Billboard Georgia Stage-ის ახალი სეზონი დაიწყო. პროექტის ფარგლებში მსმენელებს საშუალება ეძლევათ, დაესწრონ ქართველი და უცხოელი შემსრულებლების ლაივ პერფორმანსებს. ამჯერად Republic-ის სცენაზე ამერიკელმა არტისტმა MonoNeon-მა დაუკრა.

ღონისძიების პარტნიორი იყო SOLO, ხოლო გენერალური მხარდამჭერი – Club Iveria. კონცერტი ტრადიციულად Eastern Promotion-თან თანამშრომლობით გაიმართა.

MonoNeon იმპროვიზაციული დაკვრის გამორჩეული სტილით არის ცნობილი. წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან Prince, მაკ მილერი, Nas, ბუსტი კოლინსი, ჯუდით ჯილო, ჯეიკობ კოლიერი და სხვები.

მისი სცენური იმიჯიც ისეთივე დასამახსოვრებელია, როგორც მუსიკა. არტისტი ამჯერადაც მისთვის დამახასიათებელი იმიჯით წარდგა ,,რესპუბლიკის” სცენაზე, რამაც შესაბამისი ატმოსფერო შექმნა. 

MonoNeon
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia

აღსანიშნავია, რომ MonoNeon ბასზე მარცხენა ხელით უკრავს, რაც მის ტექნიკას განსაკუთრებით უნიკალურს ხდის. 

ნახეთ ვიდეო MonoNeon-ის კონცერტიდან: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გავრცელებული ინფორმაციით, კრის მარტინი და დაკოტა ჯონსონი დაშორდნენ

შემდეგი სტატია

საქველმოქმედო პროექტ „ომის დღიურების“  ფარგლებში ვაშინგტონში გამართული პრემიერა  Sophie Villy-მ აკაპელას შესრულებით გახსნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლევან შანშიაშვილი - მუსიკოსი

ლევან შანშიაშვილი – მცენარეების იმპულსებით შექმნილი მელოდია, რომელიც არასდროს მეორდება

„ხეები ჩემთვის მუდამ იდუმალებით იყვნენ მოცულნი, მათში სიცოცხლის ამოუხსნელი აზრის განსახიერებას ვხედავდი. სწორედ ამიტომ, ტყე იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ყველაზე მეტად ვუახლოვდებოდი ყოფიერების სიღრმისეულ არსსა და მის განმაცვიფრებელ კანონზომიერებას“. - კარლ გუსტავ იუნგი.
მეტი

საბრინა კარპენტერის Met Gala-ს კაბა კინოფირისგან შეიქმნა

ფირზე აღბეჭდილი კადრები იყო 1954 წლის ფილმიდან „საბრინა“, რომელიც მომღერალმა თავის ყველა დროის ერთ-ერთ საყვარელ ფილმად დაასახელა.
მეტი
Charli xcx - ერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2026 წლის 14 თებერვალი, გერმანია. Arturo Holmes/Getty Images

Charli xcx-მა ახალი სიმღერის, Rock Music-ის თიზერი გაავრცელა, თუმცა განაცხადა რომ როკ-ალბომზე არ მუშაობს

„არასდროს მითქვამს, რომ როკ-ალბომზე ვმუშაობდი“, - განმარტავს Charli xcx, გასულ თვეს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.
მეტი