საქველმოქმედო პროექტ „ომის დღიურების“  ფარგლებში ვაშინგტონში გამართული პრემიერა  Sophie Villy-მ აკაპელას შესრულებით გახსნა

„მქონდა პატივი, გამეხსნა დადგმა ვაშინგტონის ერთ-ერთი უძველესი თეატრის, Atlas Performing Art Center-ის სცენაზე და უძველესი, ცნობილი უკრაინული ფოლკლორული ნაწარმოები – „ჯარისკაცის სიმღერა” მუსიკალური აკომპანემენტის გარეშე შემესრულებინა.“

„ომის დღიურები“ არის გამორჩეული საქველმოქმედო პროექტი, რომელიც უკრაინელების ისტორიებს გვიყვება რუსეთის სრულმასშტაბიანი ოკუპაციის პირობებში.  პროექტის ფარგლებში 30 მაისს, ვაშინგტონში, Atlas Performing Art Center-ის თეატრის სცენაზე  პრემიერა შედგა, სადაც მუსიკოსმა Sophie Villy-მ აკომპანემენტის გარეშე ძველი ფოლკლორული უკრაინული სიმღერა, სახელწოდებით „ჯარისკაცის სიმღერა” შეასრულა.

პროექტი დარია კოლომიეცის, უკრაინელი კულტურის აქტივისტისა და Time Magazine-ის „შემდეგი თაობის ლიდერის“ დოკუმენტურ პოდკასტს, „ომის დღიურებს“ ეფუძნება. მოგვიანებით, პოდკასტი თეატრალურ წარმოდგენებად  გარდაიქმნა. ნიუ-იორკის Private Theatre-თან თანამშრომლობით დადგმებმა ფართო აღიარება მოიპოვა. იგი ომის პირობებში უკრაინელების გულწრფელ და მტკივნეულ მონათხრობს ასახავს.

 Sophie Villy-მუსიკოსი:

„ამ მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობის მისაღებად მომიწვია ჩემმა კიეველმა მეგობარმა, DJ-მ და აქტივისტმა დარია კოლომიეცმა, რომელიც ამჟამად ნიუ იორკში მოღვაწეობს და “ომის დღიურების” პროდიუსერია. რეჟისურა მუსა გურნისს ეკუთვნის. უკრაინელების სულის შემძვრელ, რეალურ ისტორიებს კი ვაშინგტონის ძალიან ცნობილი მსახიობები კითხულობენ. 

მქონდა პატივი, გამეხსნა დადგმა ვაშინგტონის ერთ-ერთი უძველესი თეატრის, Atlas Performing Art Center-ის სცენაზე და უძველესი ცნობილი უკრაინული ფოლკლორული ნაწარმოები – „ჯარისკაცის სიმღერა” მუსიკალური აკომპანემენტის გარეშე შემესრულებინა. 

პრემიერა ვაშინგტონში 30 მაისს ჩატარდა, ბრძოლის ველზე დაღუპული საბრძოლო მედიკოსის, ირინა ციბუხის (მეტსახელად „ჩეკა“) ხსოვნის პატივსაცემად. ის იყო ერთ-ერთი, ვისი დღიურიც გახმოვანდა. მას შემდეგ ყველა წაკითხვა მის მემკვიდრეობას ეძღვნება.” 

2024 წლის თებერვლიდან მოყოლებული, საქველმოქმედო პროექტმა 90 000$-ზე მეტი შეაგროვა უკრაინელი მოხალისე ორგანიზაციების მხარდასაჭერად, რომლებიც სამედიცინო ევაკუაციასა და ქალ ვეტერანთა მხარდაჭერას აგრძელებენ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Billboard Georgia-მ ახალი სეზონი გახსნა – Republic-ის სცენაზე MonoNeon წარდგა

შემდეგი სტატია

საბრინა კარპენტერი

საბრინა კარპენტერმა ახალი სინგლი Manchild გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„Backstage – სცენის მიღმა ამბები” – ციცი იაშვილის ავტობიოგრაფიული წიგნი

„ეს არის წიგნი იმ ადამიანებზე, იმ გადაწყვეტილებებსა და იმ უხილავ სამყაროზე, რომელიც ყოველი დიდი შოუს უკან დგას.”
მეტი

Kordz-მა და თამრიკო კორძაიამ ერთობლივი ალბომი Find Me გამოსცეს

კომპოზიციები გასული წლის დეკემბრიდან ეტაპობრივად გამოიცა, რაც გულისხმობდა ყოველთვიურად თითო კომპოზიციის, ნოტებისა და თანმხლები ვიზუალური მასალის გამოქვეყნებას.
მეტი