მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი K-POP ჯგუფის ახალი ვიდეო საქართველოშია გადაღებული

ITZY, “Girls Will Be Girls”
JYP Entertainment

ცნობილმა K-POP ჯგუფმა, სახელწოდებით ITZY ახალი მუსიკალური ვიდეო – Girls Will Be Girls გამოუშვა. კლიპი საქართველოშია გადაღებული და სხვადასხვა ეპიზოდში თავად ჯგუფის წევრები მონაწილეობენ. ვიდეოს სიუჟეტი მებრძოლ ახალგაზრდა ქალებზეა. სცენებში  ITZY-ს წევრ ვარსკვლავებს ვხედავთ ისეთი ლოკაციების ფონზე, როგორებიც არის თბილისის არქეოლოგიის მუზეუმი, მე-9 ბლოკი და სხვა. 

ნამუშევარზე საავტორო უფლებები სამხრეთ კორეულ მუსიკალურ ლეიბლ  JYP Entertainment-ს ეკუთვნის. სწორედ ამ კომპანიამ ჩამოაყალიბა ITZY. 

სამხრეთკორეულ ჯგუფს ხუთი წევრი ჰყავს: Yeji, Lia, Ryujin, Chaeryeong და Yuna. მათი დებიუტი 2019 წლის 12 თებერვალს შედგა ალბომით It’z Different და მისი წამყვანი სიმღერით Dalla Dalla, რომელმაც დიდ კომერციულ წარმატებას მიაღწია. სიმღერა მეორე ადგილზე მოხვდა ასევე Billboard K-pop Hot 100-ის ჩარტში. ITZY-მ ერთგვარი რეკორდი დაამყარა, რამდენადაც  K-pop ჯგუფების  სადებიუტო ვიდეოებს შორის 24 საათში ყველაზე მეტი ნახვა სწორედ Dalla Dalla-ს კლიპს ჰქონდა. 2019 წელს Dalla Dalla გოგონათა ჯგუფის ყველაზე წარმატებულ სიმღერად იქცა სამხრეთ კორეაში. 

ITZY გახდა პირველი K-pop გოგონათა ჯგუფი ისტორიაში, რომელმაც მოიპოვა ე.წ. Rookie Grand Slam, ანუ წლის დებიუტანტისთვის განკუთვნილი ყველა მთავარი ჯილდო შემდეგ დაჯილდოებებზე: Golden Disc Awards, Gaon Chart Music Awards, 2019 წლის Melon Music Awards, 2019 წლის Mnet Asian Music Awards და  Seoul Music Awards.

ნახეთ ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ 2025 წლის BRIT Awards-ის გამარჯვებულთა სრული სია

შემდეგი სტატია

All My Life – ნუცა ბუზალაძის ახალი სიმღერა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯენიფერ ლოპესი და Alok

ჯენიფერ ლოპესმა და ALOK-მა ერთობლივი პროექტი Everything’s Fine წარადგინეს

სიმღერა ორ ვერსიად, AM და PM-ად არის წარმოდგენილი. მიუხედავად განსხვავებული ემოციებისა, ორივე მათგანი ერთსა და იმავე გზავნილს ატარებს და დღის სხვადასხვა მონაკვეთის განწყობას ასახავს.
მეტი

ელისონ უანდერლენდი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საპატიო მისიისთვის შეარჩიეს

„ღმერთო ჩემო, ახლახან ‘ადიდასმა’ მომმართა, რომ ავსტრალია-პარაგვაის მატჩზე მოედანზე ბურთი მე გავიტანო,” - წერს ავსტრალიერი დიჯეი და პროდიუსერი.
მეტი