ცნობილი ამერიკელი რეპერი Conway the Machine თბილისში კონცერტს გამართავს

Conway the Machine-თან ერთად მსმენელის წინაშე ქართული ჰიპ-ჰოპის გამორჩეული წარმომადგენლებიც წარდგებიან.
Conway the Machine
Kvali

ახლად ჩამოყალიბებული ჰიპ-ჰოპ მოძრაობა „კვალი“ პირველ ლაივს წარადგენს. 8 ივლისს თბილისს ნიუ იორკელი რეპერი და ჰიპ-ჰოპ ლეიბლ Griselda Records-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი – Conway the Machine ესტუმრება. საღამო „ცისკარის“ სივრცეში გაიმართება.

Conway the Machine-ის აქტიური მუსიკალური კარიერა 2012 წლიდან იწყება. სწორედ ამ წელს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის გამო, მას სახის ნაწილობრივი პარალიზება განუვითარდა. თუმცა ეს ტრავმა არტისტისათვის არა დაბრკოლებად, არამედ პირიქით, მისი მუსიკის ნაწილად იქცა. სწორედ ამ შემთხვევამ განაპირობა Conway-ის უნიკალური დიქცია და ხელი შეუწყო რეპ სცენაზე მისი, როგორც როგორც უნიკალური ხელწერის მქონე არტისტის ჩამოყალიბებას.  Conway the Machine-ის შემოქმედების მთავარი კონცეფცია ბუფალოსა და ნიუ იორკის ქუჩებში მიმდინარე პროცესების მსმენელამდე მიტანაა. 

Conway the Machine

როგორც „კვალის“  დამფუძნებლები ამბობენ, ლაინაფზე მუშაობისას, გუნდის მთავარი საფიქრალი სწორი ბალანსის დაჭერა იყო. ამიტომ გადაწყდა მინიმუმ 2 განსხვავებული თაობისა და ჟღერადობის სინთეზი. Conway the Machine-თან ერთად მსმენელის წინაშე წარდგებიან ქართული ჰიპ-ჰოპის გამორჩეული წარმომადგენლებიც – „დიდუბე რექორდსის“ არტისტები: 10G$, KO-X, DEATHCAT და Noki.

მსმენელს ასევე ექნება შესაძლებლობა, მოუსმინოს მუსიკალურ პროდიუსერ საბანას, რომელიც ახლებურ შემოქმედებით ხედვებს გაგვიზიარებს Tashyo-სთან და Amikko-სთან ერთად. საღამოს ქართული ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთი პირველი დიჯეი – Dj Grotask დახურავს. 

„გუნდის წევრებს გვჯერა, რომ ჩვენს მიერ პირველი ორგანიზებული ღონისძიებით მნიშვნელოვანი კვალის დატოვებას მოვახერხებთ. „კვალის” ჩანაფიქრიც ამაშია. განვაგრძოთ სვლა და ქართულ ჰიპ-ჰოპში საკუთარი ნაკვალევი, სწორი მოძრაობით, სწორი მიმართულებითა და სწორ ხალხთან თანამშრომლობით აღვბეჭდოთ,” – აღნიშნავენ გაერთიანება „კვალის” დამფუძნებლები ჩვენთან საუბრისას. 

კონცერტზე მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა: 16+. 18 წლამდე ასაკის სტუმრებს აუცილებლად უნდა ახლდეთ სრულწლოვანი პირი.

ღონისძიების შესახებ დეტალები იხილეთ ბმულზე.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ tkt.ge-ს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

პოლ მაკარტნი და ბრაიან უილსონი ქოაჩელას მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალზე, 2009 წლის 17 აპრილი. ფოტო: კევინ მაზური

პოლ მაკარტნი ბრაიან უილსონს ემოციური სიტყვებით ემშვიდობება

შემდეგი სტატია

სპოტიფაის ჯო ჰედლი იაპონიის მუსიკალური სცენის გლობალურ საწყისებსა და იაპონიის მუსიკალური დაჯილდოების როლზე საუბრობს 

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯასტინ ტიმბერლეიკი Coachella-ზე ჯასტინ ბიბერის მიერ შესრულებულ Cry Me a River-ს ემოციური პოსტით გამოეხმაურა

„ვამაყობ შენით და შენც უნდა ამაყობდე საკუთარი თავით,” – წერს ტიმბერლეიკი პოსტის აღწერაში.
მეტი

გამორჩეული არტისტები მსოფლიო მასშტაბით: Billboard China-მ სპეციალური გლობალური გამოცემა – SPOTLIGHT წარადგინა

გამოცემა მოიცავს სამ მიმართულებას – ციფრულ მედიას, არტისტის წიგნს და ჟურნალს.
მეტი