გაიცანით 12 არტისტი, რომლებიც კით ურბანის შოუების გახსნაზე და CBS-ის ახალ რეალითი შოუ The Road-ში იმღერებენ

ახალი მუსიკალური კონკურსი შემოდგომაზე დაიწყება.
CBS-ის შოუს THE ROAD-ის მონაწილეები - ფოტო: ევან მულინგი / CBS
CBS-ის შოუს THE ROAD-ის მონაწილეები – ფოტო: ევან მულინგი / CBS

მომავალი მუსიკალური კონკურსი The Road CBS-ზე ამ შემოდგომას იწყება. პროექტში 12 დამწყები ქანთრი მუსიკის არტისტი მიიღებს მონაწილეობას. The Road ყოველ კვირა საღამოს  CBS-ზე გავა და პირდაპირი ტრანსლაციით  Paramount+-ზეც იქნება ხელმისაწვდომი.

პროექტი მაყურებელს იმ რეალობას გააცნობს, რაც ქანთრი არტისტის ტურნეს ახლავს:  როგორ ცხოვრობენ მუსიკოსები ავტობუსში, როგორ სწავლობენ პროფესიული გზის გაგრძელებას და რა სირთულეებისა თუ გამოწვევების გადალახვა უწევთ, რათა საკუთარ მუსიკალურ მიზნებს მიაღწიონ.

შოუში მონაწილეობას ის არტისტები მიიღებენ, რომლებიც ოთხგზის გრემის მფლობელ კით ურბანის კონცერტების გახსნაზე  მთელ ამერიკაში, სხვადასხვა ქალაქში გამოვლენ.  თითოეულ კონცერტზე ქანთრი ვარსკვლავი გრეტჩენ უილსონი და აუდიტორია გადაწყვეტენ, თუ რომელი არტისტები გააგრძელებენ ტურნეს შემდეგ ქალაქში.

შოუს მონაწილეები არიან:  ადამ სანდერსი – ლეიკ სიტი, ფლორიდა; ბილი ჯო ჯონსი –  ემორი, ტეხასი;  ბლეინ ბეილი – ტალეკუა, ოკლაჰომა; ბრიანა ადამსი –  ვინჩესტერი, ტეხასი; ბრიტნი კელოგი –  ანთემი, არიზონა; კესიდი დენიელსი – მერიონი, ჩრდილოეთ კაროლინა; ჩენინგ უილსონი – ლაფაიეტი, ჯორჯია; კოდი ჰიბარდი –  ადერი, ოკლაჰომა; ფორესტ მაკარინი – ჯეფერსონ სითი, მისური; ჯენი ტოლმენი – ნეშვილი, ტენესი; ჯონ ვუდი – უეიკ ფორესტი, ჩრდილოეთ კაროლინა; ოლივია ჰარმსი – კენბი, ორეგონი.

ინსტაგრამ ვიდეოში შოუს თანაპროდიუსერმა და ქანთრი ვარსკვლავმა ბლეიკ შელტონმა განაცხადა:„საკმაოდ რთული ტურნეა, მაგრამ თუ ყველაფერს სწორად გააკეთებ, მაშინ ეს საოცრება იქნება.”

ვიდეოში კი  კით ურბანი ამატებს: „ეს შოუ მთლიანად ტურნეზეა დამოკიდებული, სადაც სულ გზაში ხარ. არ ვფიქრობ, რომ ეს სამსახურია – ეს მოწოდებაა.” 

ერთ-ერთ განცხადებაში შოუს კიდევ ერთმა პროდიუსერმა, ცნობილმა სცენარისტმა  ტეილორ შერიდანმა აღნიშნა: „ქანთრი მუსიკაში ახლა ნამდვილი რევოლუცია მიმდინარეობს, და ბლეიკ შელტონთან და კით ურბანთან ერთად ამ რევოლუციის მომავალი ლიდერებისთვის პლატფორმის შექმნაზე მუშაობა წარმოუდგენლად საინტერესოა.“

ნახეთ შოუს The Road თრეილერი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ხუთი რამ, რისი ნახვაც ქარდი ბის ახალ ალბომში გვინდა

შემდეგი სტატია

Coldplay Anna Lee

რატომ მოხვდა Coldplay-ს სიმღერა Billboard Hot 100-ში გამოშვებიდან 25 წლის შემდეგ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯენიფერ ლოპესი და Alok

ჯენიფერ ლოპესმა და ALOK-მა ერთობლივი პროექტი Everything’s Fine წარადგინეს

სიმღერა ორ ვერსიად, AM და PM-ად არის წარმოდგენილი. მიუხედავად განსხვავებული ემოციებისა, ორივე მათგანი ერთსა და იმავე გზავნილს ატარებს და დღის სხვადასხვა მონაკვეთის განწყობას ასახავს.
მეტი

ელისონ უანდერლენდი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საპატიო მისიისთვის შეარჩიეს

„ღმერთო ჩემო, ახლახან ‘ადიდასმა’ მომმართა, რომ ავსტრალია-პარაგვაის მატჩზე მოედანზე ბურთი მე გავიტანო,” - წერს ავსტრალიერი დიჯეი და პროდიუსერი.
მეტი