რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, BLACKPINK-მა ფანებს ჯგუფის ერთობლივი ფოტო წარუდგინა

ჯენი, ჯისუ, ლისა და როზე ახალ ფოტოს ინსტაგრამზე აზიარებენ.

BLACKPINK-ის წევრები კვლავ გაერთიანდნენ. Instagram Stories-ში ატვირთული პოსტების სერიაში K-pop ჯგუფის ოთხივე წევრი – ჯენი, ჯისუ, ლისა და როზე – რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ პირველად გამოჩნდნენ ერთობლივ კადრებში. მიუხედავად იმისა, რომ სურათზე სახეები არ ჩანს, ყველა მათგანი ხელჩაკიდებულია და ერთად ქმნიან სამყურას (Clover) ფოთლის ფორმას. ფოტოს თან ახლავს სამყურას სიმბოლო – ე.წ. ემოჯი. 

ჯგუფის თაყვანისმცემლებმა მაშინვე გააზიარეს ფოტო სოციალური მედიის პლატფორმებზე და გამოთქვეს ვარაუდები, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ჟესტი. ერთ-ერთმა ფანმა დაწერა: „ან ასე ჰქვია ახალ სიმღერას – Clover, ან მისი სახელი სიმღერაში ფიგურირებს.“ ყველა ფანი თანხმდება, რომ რეალურად, ეს ფოტო თიზერია და რაღაცაზე მიანიშნებს. 

სულ მალე ჯგუფის დაანონსებული საკონცერტო ტურნე – Deadline World Tour იწყება. პირველი შოუ 5 ივლისს, სამხრეთ კორეის გოიანგის

სტადიონზე გაიმართება. კონცერტები გაგრძელდება სხვადასხვა საერთაშორისო ლოკაციაზე, ხოლო ფინალური შოუ ჰონგ-კონგის კაი ტაკის სტადიონზე 2026 წლის 25 იანვარს ჩატარდება.

ჯგუფის წევრებმა არაერთხელ გამოხატეს სურვილი, კვლავ გაერთიანდნენ. Billboard-ის იანვრის ნომრისთვის მიცემულ ინტერვიუში ჯენიმ ჟურნალის რედაქტორს, ლინდსი ჰეივენსს განუცხადა, რომ გოგოები ამ დრომდე ყოველდღიურად ურთიერთობენ ჯგუფურ ჩატში. „მართალია, ერთმანეთს ხშირად ვერ ვნახულობთ, მაგრამ არც ეგ გვგონია პრობლემა – ჩვენ ვიცით, რომ ერთმანეთისთვის ყოველთვის აქ ვართ,“ – თქვა მან. 

რაც შეეხება ახალ მუსიკას: მაისში ლისამ დაადასტურა, რომ ჯგუფი რამდენიმე დღის წინ უკვე სტუდიაში დაბრუნდა. მომღერალმა ასევე აღნიშნა, რომ აღფრთოვანებულია, რადგან მალე BLACKPINK ფანებს კვლავ შეხვდება. „ყველანი ძალიან აღელვებულები ვართ, რომ სცენაზე ვბრუნდებით და ტურნეს ვიწყებთ,” – მიმართა ლისამ მსმენელებს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Coldplay Anna Lee

რატომ მოხვდა Coldplay-ს სიმღერა Billboard Hot 100-ში გამოშვებიდან 25 წლის შემდეგ

შემდეგი სტატია

მუსიკოს პაპუნა შარიქაძის ალბომის პრეზენტაცია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ელისონ უანდერლენდი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საპატიო მისიისთვის შეარჩიეს

„ღმერთო ჩემო, ახლახან ‘ადიდასმა’ მომმართა, რომ ავსტრალია-პარაგვაის მატჩზე მოედანზე ბურთი მე გავიტანო,” - წერს ავსტრალიერი დიჯეი და პროდიუსერი.
მეტი

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
მეტი