Kesha-მ პირველი დამოუკიდებელი ალბომი Period გამოსცა

ეს პოპვარსკვლავის პირველი ნამუშევარია Dr. Luke-ის ლეიბლ Kemosabe Records-თან კონტრაქტის დასრულების შემდეგ.
Kesha Brendan Walter
Kesha Brendan Walter

მომღერალმა და სიმღერების ავტორმა Kesha-მ მრავალწლიანი დავის შემდეგ პირველი დამოუკიდებელი ალბომი, სახლწოდებით Period გამოუშვა.

ალბომში 11 პოპ სიმღერაა გაერთიანებული. მათ შორის არის სინგლები: Joyride, Yippee-Ki-Yay, Delusional, The One და Boy Crazy.

ეს არის Kesha-ს პირველი პროექტი, რომელიც საკუთარი ლეიბლის,  Kesha Records-ის ქვეშ გამოიცა.

არტისტმა ალბომის გამოსვლამდე, 4 ივლისს, ღიად და ემოციურად ისაუბრა დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესზე. 

Period-ის გამოშვებამდე Kesha-ს ხელშეკრულება ჰქონდა Kemosabe Records-თან, რომლის მფლობელ Dr. Luke-თან წლების განმავლობაში სასამართლო დავაში იყო ჩართული. საბოლოოდ კი, 2023 წელს, მოლაპარაკების შედეგად, მხარები შეთანხმდნენ. 

2024 წლის მარტში Kesha-მ საბოლოოდ Kemosabe Records-თან კონტრაქტი შეწყვიტა და პირველ დამოუკიდებელ ალბომზე მუშაობა დაიწყო. ახლახან მან Billboard-თან ინტერვიუში განაცხადა: 

„ვგრძნობ, რომ ეს ჩემთვის, რაღაცნაირად, საკუთარ თავთან დაბრუნებაა, არა მხოლოდ იურიდიულად, ჩემი ხმის უფლებებისთვის, არამედ ყველაფრისგან გათავისუფლებისთვის. ეს არის საკუთარ სხეულთან,  პირად სიხარულთან დაბრუნება.  ამ პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ჩემი ჯანსაღი დამოკიდებულება მუსიკასთან, რისი შექმნაც სირთულეებთან და იმ მოვლენებთან იყო დაკავშირებული, რომელთაც მე მხარს არ ვუჭერდი.” – გნაცხადა არტისტმა.

Period – მომღერლის მეექვსე სტუდიური ალბომია. კარიერის განმავლობაში მისი ოთხი ალბომი  Billboard 200-ის ტოპ 10-შია შესული, მათ შორის N1 ჰიტები  Animal (2010) და Rainbow (2017).

მოისმინეთ Kesha-ს ახალი ალბომი Period:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

სიდ ვილსონი და კელი ოსბორნი, 2024 წლი 20 ნომბერი ფოტო: ჯესი გრანტი /Getty Images for Live Nation

კელი ოსბორნი და Slipknot-ის წევრი სიდ ვილსონი Black Sabbath-ის ბოლო კონცერტის დროს დაინიშნენ

შემდეგი სტატია

Black Sabbath-მა და ოზი ოსბორნმა საკონცერტო კარიერა 11-საათიანი კონცერტით დაასრულეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი