Black Sabbath-მა და ოზი ოსბორნმა საკონცერტო კარიერა 11-საათიანი კონცერტით დაასრულეს

შოუ ბირმინგემის Villa Park-ზე გაიმართა და გლობალურად ლაივ-სტრიმით გადაიცემოდა.
Black Sabbath
?Ross Halfin

ოზი ოსბორნმა და Black Sabbath-მა 5 ივლისს დაუვიწყარი გამოსვლით დაამთავრეს თავიანთი საკონცერტო კარიერა. გრანდიოზული გამოსათხოვარი შოუ ბირმინგემის Villa Park-ზე გაიმართა.

კონცერტი, სახელწოდებით – Back to Beginning, ოზისა და მეტალის იმ ლეგენდებისადმი პატივისცემის ნიშნად ჩატარდა, რომლებმაც 1968 წელს ბირმინგემში ჯგუფი ჩამოაყალიბეს. ღონისძიება ოზის ცოლმა და მენეჯერმა, შერონ ოსბორნმა Live Nation-თან ერთად დააორგანიზა.

ოზი ოსბორნს უკვე წლებია, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ამიტომ ეს კონცერტი კარიერის დასასრულად მიიჩნევა. 76 წლის ოზის პარკინსონის დაავადების პროგრესული ფორმის დიაგნოზი დაუსვეს, რაც მას მოძრაობის უნარს უზღუდავს, თუმცა ჯერ კიდევ შეუძლია სიმღერა და სცენაზე გამოსვლა. კონცერტის შემოსავალი ქველმოქმედებას მოხმარდა — მოგება გადანაწილდა რამდენიმე ორგანიზაციაზე, რომლებიც, ძირითადად, პარკინსონის დაავადების მკურნალობაზე არიან ფოკუსირებული.

ღონისძიება ინგლისის დროით დღის პირველ საათზე დაიწყო და მასში მრავალი ვარსკვლავური შემადგენლობის ბენდი მონაწილეობდა. Black Sabbath-ის გარდა, სცენაზე გამოვიდნენ: Metallica, Slayer, Guns N’ Roses, Tool, Pantera, Anthrax და სხვები.

დღის განმავლობაში Black Sabbath-ის არაერთი სიმღერა გაჟღერდა. ბრიტანელმა როკერმა Yungblud-მა შეასრულა Changes, Anthrax-მა — Electric Funeral, ხოლო Guns N’ Roses-მა — Sabbath Bloody Sabbath.

მთლიანი კონცერტი 11 საათს გაგრძელდა. შოუ მსახიობ ჯეისონ მომოას მიჰყავდა. ღონისძიება გლობალურად გადაიცემოდა ლაივ-სტრიმით, რომლის ყურებაც 25 გირვანქა სტერლინგი ღირდა და ასობით ათასმა მაყურებელმა ნახა. აღსანიშნავია, რომ სტრიმინგიდან მიღებული თანხაც საქველმოქმედო მიზნებისთვის გადაირიცხება ორგანიზაციებში.

შოუს წინ ბევრმა ცნობილმა სახემ ოზისა და Black Sabbath-ისადმი პატივისცემა გამოხატა. Metallica-ს ფრონტმენმა ჯეიმს ჰეტფილდმა თქვა: „Black Sabbath რომ არ ყოფილიყო, არც Metallica იარსებებდა. მადლობა, ბიჭებო, რომ ცხოვრებას აზრი მიეცით.“

„შენ ჩვენი დროის ერთ-ერთი გამორჩეული ვოკალისტი ხარ. შენ ხარ მეფე, ლეგენდა. ბოლო წლებში ბევრს გაუძელი. იმედი მაქვს, ეს დღე შენს ცხოვრებაში საუკეთესოა,“ — აღნიშნა ელტონ ჯონმა.

ღონისძიება ოზი ოსბორნის ორი გამოსვლით დასრულდა. პირველ ნაწილში მან სოლო კარიერის ხუთი სიმღერა შეასრულა საკუთარ ბენდთან ერთად. მუსიკოსი სცენაზე ტახტზე მჯდომარე წარდგა.

დასკვნით ნაწილში კი ოზი თავის ყოფილ თანაგუნდელებს, ტონი აიომის (გიტარა), ბილ უორდს (დასარტყამები) და გიზერ ბატლერს (ბასი) შეუერთდა. 2005 წლის შემდეგ, ეს ბილ უორდის პირველი გამოსვლა იყო ჯგუფთან ერთად.

იხილეთ ოზი ოსბორნის გამოსვლის სრული სეტლისტი:

Ozzy Osbourne – “I Don’t Know”

Ozzy Osbourne – “Mr. Crowley”

Ozzy Osbourne – “Suicide Solution”

Ozzy Osbourne – “Mama, I’m Coming Home”

Ozzy Osbourne – “Crazy Train”

Black Sabbath – “War Pigs”

Black Sabbath – “N.I.B.”

Black Sabbath – “Iron Man”

Black Sabbath – “Paranoid”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Kesha Brendan Walter

Kesha-მ პირველი დამოუკიდებელი ალბომი Period გამოსცა

შემდეგი სტატია

ნატალია ნაყოფიამ ახალი კლიპი გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლევან შანშიაშვილი - მუსიკოსი

ლევან შანშიაშვილი – მცენარეების იმპულსებით შექმნილი მელოდია, რომელიც არასდროს მეორდება

„ხეები ჩემთვის მუდამ იდუმალებით იყვნენ მოცულნი, მათში სიცოცხლის ამოუხსნელი აზრის განსახიერებას ვხედავდი. სწორედ ამიტომ, ტყე იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ყველაზე მეტად ვუახლოვდებოდი ყოფიერების სიღრმისეულ არსსა და მის განმაცვიფრებელ კანონზომიერებას“. - კარლ გუსტავ იუნგი.
მეტი

საბრინა კარპენტერის Met Gala-ს კაბა კინოფირისგან შეიქმნა

ფირზე აღბეჭდილი კადრები იყო 1954 წლის ფილმიდან „საბრინა“, რომელიც მომღერალმა თავის ყველა დროის ერთ-ერთ საყვარელ ფილმად დაასახელა.
მეტი