BLACKPINK-მა სიმღერა JUMP-ის თიზერი გააზიარა

სიმღერა ჯგუფის პირველი ახალი მუსიკალური ნამუშევარია 2023 წლის შემდეგ.
BLACKPINK’s YG Entertainment
BLACKPINK’s YG Entertainment

7 ივლისს BLACKPINK-მა ახალი სიმღერის, JUMP-ის ვიდეო თიზერი გაავრცელა. რამდენიმე დღით ადრე კი სიმღერის პრემიერა DEADLINE-ის მსოფლიო ტურნეს დროს შესრულდა.  

30 წამიან ვიდეოში ქალაქში განთავსებულ ბილბორდებს ვხედავთ, სადაც სხვადასხვა ბანერზე  ბენდის წევრები: ROSÉ, LISA, JENNIE და JISOO არიან  წარმოდგენილი. ბოლოს კი კადრში ვარდისფერი წარწერა იუწყება, რომ მუსიკალური ვიდეო 11 ივლისს გამოვა.

აღსანიშნავია, რომ BLACKPINK-ს 2023 წლის შემდეგ ახალი სიმღერა აღარ გამოუშვია, ბოლოს ბენდმა ერთობლივად სპეციალურად Blackpink The Game-ისთვის სიმღერა The Girls გამოაქვეყნა

2022 წელს კი BLACKPINK-ის  ალბომმა  Born PinkBillboard 200-ის ჩარტში N1 ადგილი დაიკავა.

მას შემდეგ, რაც ჯგუფმა ბოლოს ერთად გამოუშვა ალბომი, ბენდის თითოეულმა წევრმა ROSÉ-მ, LISA-მ, JENNIE-მ და JISOO-მ სოლო პროექტებზე დაიწყეს მუშაობა. თუმცა ბენდმა მსოფლიო ტურნე დააანონსა და  5 ივლისს სამხრეთ კორეაში,  Goyang-ის სტადიონზე, DEADLINE-ის მსოფლიო ტურნეს პირველი კონცერტი გაიმართა.  სწორედ ამ შოუზე შედგა სიმღერა JUMP-ის პრემიერა. 

DEADLINE ტურნეს შემდეგი კონცერტები 12-13 ივლისს ლოს-ანჯელესის SoFi სტადიონზე გაიმართება.

BLACKPINK-ის წევრების თქმით, სიმღერა JUMP-ის შემდეგ  მსმენელი ახალ სიმღერებსაც უნდა ელოდოს. 


ნახეთ BLACKPINK-ის  სიმღერის, JUMP-ის თიზერ ვიდეო.:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნატალია ნაყოფიამ ახალი კლიპი გამოუშვა

შემდეგი სტატია

ლანა დელ რეი პალესტინელებს და ტეხასის წყალდიდობით დაზარალებულებს თანაგრძნობას უცხადებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

BLACKPINK-ის LISA-მ ახალი სოლო ნამუშევარი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კომპოზიცია პირველი რელიზია LISA-ს დაანონსებული EP-იდან, სახელწოდებით – Press Play, რომელიც 23 ოქტომბერს გამოვა.
მეტი

Quemmekh-ის დაანონსებული შოუს კამპანია გრძელდება – ნახეთ Unburned-ის ახალი პოსტერი და მოკლემეტრაჟიანი ფილმი

25 და 26 სექტემბერს მულტიფუნქციურ სახელოვნებო სივრცე Factory Tbilisi-ში Quemmekh-ის მუსიკალური შოუ ჩატარდება, რომლის კრეატიული დირექტორიც გურამ მაცხონაშვილია.
მეტი

ოლივია როდრიგო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას პოპვარსკვლავებთან დაპირისპირების  გამო აკრიტიკებს

„ვფიქრობ, ეს ერთგვარი ინსტრუმენტია, რომელსაც ისინი იყენებენ. პოპვარსკვლავებთან დაპირისპირება შესანიშნავი სატყუარაა, სანამ ისინი სხვა საშინელ რამეებს აკეთებენ,” – აღნიშნა როდრიგომ.
მეტი

ვინსენ გარსია წინანდლის ფესტივალს დახურავს – ესპანელი ბასისტი ფესტივალის Afterparty-ზე 13 სექტემბერს დაუკრავს

წინანდლის ფესტივალის დასკვნითი საღამო ესპანური ჯაზის ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავს, ბასისტ ვინსენ გარსიას დაეთმობა.
მეტი
ედ შირანი - 2025 წლის 12 დეკემბერი, ნიუ-იორკი. John Nacion/Billboard

ედ შირანის კონცერტზე მომხდარ ინციდენტს, რომლის შედეგადაც ექვსი თანამშრომელი დაზიანდა, დეტროიტში იძიებენ

გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტის დასრულების შემდეგ, სცენის დემონტაჟის დროს, ტექნიკური ჯგუფის წევრებს ჩამოვარდნილი აღჭურვილობის ნაწილები დაეცათ.
მეტი