Lorde-ს თქმით, კვებითმა აშლილობამ მისი კრეატიულობა დათრგუნა

არტისტი შიშობდა, რომ მუსიკის შექმნას ვეღარასდროს შეძლებდა.
Lorde
Thistle Brown

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ Lorde ახალი ალბომით დაბრუნდა. Virgin არის ჩანაწერი, რომელიც მისი შემოქმედებიდან რამდენიმე ყველაზე გულწრფელ სიმღერას აერთიანებს. თუმცა, ცოტა ხნის წინ, თავად მომღერალი შიშობდა, რომ მუსიკის შექმნას ვეღარასდროს შეძლებდა.

BBC Radio 1-თან ინტერვიუში, რომელიც 8 ივლისს გამოქვეყნდა, Lorde-მ გაამხილა, რომ გარკვეული დროის განმავლობაში მას შემოქმედებითი კრიზისი ჰქონდა. ამის მიზეზად არტისტმა დაასახელა კვებითი აშლილობა, რომლის დაძლევის შესახებაც ღიად საუბრობს Virgin-ის წარმდგენი კამპანიის პერიოდში. როგორც მომღერალი ამბობს, ერთ დროს მისი გონება მთლიანად დაკავებული იყო სიგამხდრის იდეით, რის გამოც სიმღერების წერისთვის დრო  და სივრცე აღარ რჩებოდა.

„2023 წლის დასაწყისში ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიყავი  და ეს ბევრ ასპექტს ეხებოდა“ – უთხრა მან წამყვან ჯეკ სანდერსს. 

„ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ ასე მოწყვეტილი ჩემს კრეატიულობას. დიდი ხნის განმავლობაში იდეებიც არ გამჩენია. ეს იყო დრო, როცა მთელი ჩემი ფიქრები იმისაკენ იყო მიმართული, რომ რაც შეიძლება ნაკლები წონა მქონოდა. ვიძინებდი და ვიღვიძებდი მხოლოდ საკვებზე და ვარჯიშზე ფიქრით. ეს იყო ჩემი მისწრაფება. სწორედ აქეთ მიემართებოდა მთელი ჩემი ენერგია. იმ დროს ვუთხარი ჩემს თავს – უნდა შევწყვიტო, რადგან ეს მთელ ჩემს ხელოვნებას ბლოკავს. როგორც კი ეს გონებიდან გაქრა, ყველაფერი ნელ-ნელა დაბრუნდა.“

საკუთარ კეთილდღეობაზე ფოკუსირების შემდეგ, Lorde-მ შეძლო სტუდიაში დაბრუნება და Virgin-ის შექმნა. ალბომი 27 ივნისს გამოვიდა და სადებიუტო პერიოდშივე Billboard 200-ის ჩარტის მეორე ადგილს იკავებს. ერთ-ერთ ტრეკში, სახელად Broken Glass, მომღერალი თავისი სხეულის აღქმის თემასაც ეხება. ეს სიმღერა უკვე იქცა ფანების რჩეულად, თუმცა განსაკუთრებულ მოწონებას ალბომის ბოლო ტრეკი – David იმსახურებს, რომელიც, მომღერლის თქმით, გარკვეულწილად მიქელანჯელოს ცნობილ სკულპტურას მიუძღვნა.

„ბევრს ვფიქრობდი დავითსა და გოლიათზე, ძალაუფლების ამბავზე,“ – განმარტა მან. 

Virgin-ის გამოშვებასთან ერთად Lorde მეტად გულახდილია. სიმღერებში ის წარსულ ტკივილებს, შინაგან ბრძოლებს და გადატანილ კრიზისებს ეხება. ეს ცვლილება არა მხოლოდ მუსიკალურად, არამედ მის პირად გამოცდილებაშიც იგრძნობა. როგორც თავად ამბობს, კვების აშლილობასთან დაკავშირებულმა პროცესებმა მასზე სერიოზული გავლენა იქონია და ამ მდგომარეობიდან გამოსვლა მისთვის არამხოლოდ ფიზიკური, შემოქმედებითი გამოღვიძებაც იყო.

„იმ დროს არ ვიცოდი, რამდენად ვიყავი იმ რაღაც სისტემის ნაწილი, რომელიც ჩემისთანა ადამიანების საკუთარი სხეულისადმი სიძულვილით იკვებება. ახლა უკვე სხვაგვარად ვხედავ ყველაფერს – ჩემს თავს, ჩემს ხმას და ჩემს ადგილს.“

Lorde-ს ახალი ალბომი, განსაკუთრებით კი ტრეკები Broken Glass, David და Sway  მკვეთრად განსხვავდება მისი წინა ნამუშევრებისგან როგორც მუსიკალურად, ისე ემოციური თვალსაზრისით. ჟღერადობით ალბომი უფრო შიშველი და მინიმალისტურია, რაც ტექსტების სიმძაფრეს კიდევ უფრო აძლიერებს. Virgin არ არის გათვლილი ჰიტებზე და უფრო ერთგვარ დღიურს ჰგავს. 

მიუხედავად ამისა, Virgin კრიტიკოსებისა და მსმენელების მოწონებას უკვე იმსახურებს. ბევრმა მას Lorde-ს კარიერის ყველაზე გულწრფელი და გაბედული ეტაპი უწოდა. 

„უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ სრულიად გულწრფელი ვყოფილიყავი და მეც ვიცოდი, რომ ეს მჭირდებოდა. ვთქვი – როცა ამას ვიტყვი, მაშინ ვიქნები თავისუფალი.’“

ნახეთ Lorde-ის სრული ინტერვიუ: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯესი ჯეი 2024 წლის 30 აპრილი, ბრაზილია, Mauricio Santana/Getty Images

ჯესი ჯეიმ კიბოსთან ბრძოლის შესახებ ახალი ინფორმაცია გააზიარა – „ეს ნამდვილად ბედნიერების ცრემლებია“ – ამბობს მომღერალი

შემდეგი სტატია

გიორგი მიქაძე photo: Jean-Baptiste Millot 2023 – Jardin Du Luxembourg Paris, France

ქართველი მუსიკოსი გიორგი მიქაძე ოფიციალურად გრემის Recording Academy-ს ჟიურის წევრი გახდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Modular friends 011

Modular Friends – მოდულარული სინთეზისა და ვიზუალური ხელოვნების ცოცხალი დიალოგი Synthesia Lab-ში

17 მაისს Synthesia Lab-ში Modular Friends-ის მე-11 გამოშვება გაიმართება. ეს არის ღონისძიება, რომელიც მოდულარულ სინთეზს, იმპროვიზაციულ მუსიკასა და აუდიო-ვიზუალურ ხელოვნებას აერთიანებს.
მეტი
Bzikebi eurivision.com

საქართველოს  წარმომადგენელი ჯგუფი „ბზიკები” ევროვიზია 2026-ზე დღეს წარდგებიან

12 მაისს ავსტრიის დედაქალაქში ევროვიზია 2026-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ვენა ევროვიზიის საიუბილეო, 70-ე კონკურსს მასპინძლობს.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Matthew Rolston

მაიკლ ჯექსონის ისტორიული რეკორდი: 70-იანი წლებიდან დღემდე, ყოველ ათწლეულში, ის Billboard 200-ის ათეულში ხვდება

მაიკლ ჯექსონის საუკეთესო ჰიტების კრებული - Number Ones მომღერლის მე-11 ტოპ-ათეულში შესული ალბომი გახდა.
მეტი

Moby ბილი აილიშის შესახებ: „შვილები რომ მყავდეს, ვეტყოდი, რომ ბილისგან აეღოთ მაგალითი“

Moby-ს ეს შეფასება მოჰყვა ბილი აილიშის ბოლოდროინდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ „ხორცის ჭამა თავისთავად არასწორია“.
მეტი

„ბილბორდმა” ლოს-ანჯელესის პრესკლუბის სამხრეთ კალიფორნიის ჟურნალისტიკის დაჯილდოებაზე შვიდი ნომინაცია მოიპოვა

ნომინაციები მოიცავს სხვადასხვა კატეგორიას, მათ შორის ფოტოგრაფიას, მხატვრულ სტატიებსა და კულტურის ახალ ამბებს.
მეტი