ტრევის სკოტმა ახალი ალბომის – Jackboys 2-ის გამოსვლის თარიღი დაასახელა

ტრევის სკოტის მუსიკალურ კარიერაში Jackboys 2-ის ეპოქა ოფიციალურად მიმდინარე კვირას დაიწყო, როცა რეპერმა 8 ივლისს გაავრცელა სინგლი – 2000 Excursion.
Spotify x Travis Scott x FC Barcelona
Courtesy of Spotify

ტრევის სკოტი დაბრუნებისთვის მზად არის. რეპერი ოფიციალურად ადასტურებს, რომ Jackboys 2, რომელიც 2019 წლის საკომპილაციო ალბომის, Cactus Jack-ის გაგრძელებაა, 13 ივლისს გამოვა.

ახალი ამბავი თავად სკოტმა გაამხილა ინსტაგრამზე, სადაც ალბომის ყდა გააზიარა და დაწერა, რომ ალბომი 13 ივლისიდან ყველა პლატფორმაზე იქნება ხელმისაწვდომი. 

ტრევის სკოტის მუსიკალურ კარიერაში Jackboys 2-ის ეპოქა ოფიციალურად მიმდინარე კვირას დაიწყო, როცა რეპერმა 8 ივლისს გაავრცელა სინგლი – 2000 Excursion. სიმღერა YouTube-ზე ენერგიული მუსიკალური ვიდეოს თანხლებით გამოქვეყნდა.  მასში კანიე უესტის ჰიტის – Power-ის სემპლია გამოყენებული. 

რაც შეეხება  2019 წლის ალბომს, Cactus Jack-მა Billboard 200-ის ჩარტში 1-ელი ადგილი დაიკავა და ისეთი ჰიტები წარმოშვა, როგორიცაა Out West და Gatti.  Nielsen Music-ის მონაცემებით, ალბომმა გამოსვლის პირველ კვირაში აშშ-ში 154 000 ალბომის ეკვივალენტური ერთეული გაყიდა. 

ეს ნიშნავს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ტრევის სკოტმა სპეციალურად Jackboys ლოგოთი გაფორმებული Lamborghini-ს სპორტული ავტომობილები გაუგზავნა იმ არტისტებს, რომლებიც, გავრცელებული ხმების მიხედვით, შეიძლება მონაწილეობდნენ მის ახალ ალბომში. სავარაუდო მოწვეული არტისტები არიან:

GloRilla, ტაილა, Vybz Kartel, 21 Savage, Kodak Black და Waka Flocka Flame, თუმცა არც ერთი მათგანის მონაწილეობა ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

ალბომთან ერთად სკოტმა ასევე გამოუშვა Jackboys 2-ის შეზღუდული რაოდენობის მერჩანდაიზის კოლექცია, რომელიც მოიცავს CD-ს და ვინილის ფირფიტებს ალტერნატიული ყდებით. აღნიშნული მასალა Cactus Jack-ის ოფიციალურ საიტზეა ხელმისაწვდომი.

მიუხედავად იმისა, რომ სრული ტრეკლისტი ჯერ საჯაროდ ცნობილი არ არის, სკოტმა დააანონსა, რომ ალბომი 17 ნამუშევარს მოიცავს. Cactus Jack-ის ფარგლებში ტრევის სკოტმა ჰიუსტონის ჰიპ-ჰოპ ლეგენდასთან, Bun B-სთან ითანამშრომლა. ალბომის გამოცემა სკოტისთვის წარმატებული შემოქმედებითი პერიოდის  გაგრძელებაა მას შემდეგ, რაც აპრილში Coachella-ზე ჰედლაინერად წარდგა, ხოლო შარშან BET Hip Hop Awards-ზე I Am Hip Hop-ის  სპეციალური ჯილდო მოიგო.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

უიტნი ჰიუსტონი Marc Bryan-Brown, Courtesy of The Estate of Whitney E. Houstonm

უიტნი ჰიუსტონის სახელობის Legacy of Love –  გალაზე ჯენიფერ ჰადსონი მთავარ შემსრულებელად წარდგება

შემდეგი სტატია

Backstreet Boys-ის კონცერტების სერია –  Into the Millennium ლას ვეგასში, Sphere-ის სცენაზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

Ecco2k – Aldehydes and Ketones

თითქმის ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, შვედური ალტერნატიული სცენის ვარსკვლავი Ecco2k ახალი სინგლით – Aldehydes & Ketones ბრუნდება

ცხრა კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი ორი გიტარის ჟღერადობას, ჯაზურ ნარატივსა და მუსიკოსების მრავალწლიან შემოქმედებით კავშირს აერთიანებს.
მეტი
გიგი ცინცაძის და ზუკა სიმონიშვილის ერთობლივი ალბომი Flow ფოტო: Lunatic

გიგი ცინცაძემ და ზუკა სიმონიშვილმა ერთობლივი ალბომი Flow გამოუშვეს

ცხრა კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი ორი გიტარის ჟღერადობას, ჯაზურ ნარატივსა და მუსიკოსების მრავალწლიან შემოქმედებით კავშირს აერთიანებს.
მეტი

BILLBOARD LATIN MUSIC AWARDS-ზე როსალიას BILLBOARD-ის დიდების დარბაზის ჯილდო გადაეცა

22 ოქტომბერს Billboard-ის ლათინური მუსიკის 2026 წლის დაჯილდოება გაიმართა, რომელზეც როსალიამ Billboard-ის Hall of Fame Award  მიიღო. ჯილდო…
მეტი

კიმ კარდაშიანმა 2013 წლის „მეტ გალაზე” მოწვევა კანიე უესტის ბრძოლის შედეგად მიიღო

ახალი ინფორმაციის თანახმად, კარდაშიანი მოდის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე არასასურველ სტუმრად მიიჩნეოდა, სანამ ანა ვინტურმა ერთი სატელეფონო ზარი არ მიიღო, რომელმაც აზრი შეუცვალა.
მეტი

რატომ მიიჩნევდნენ The Prodigy-ს 1997 წელს როკის მომავლად და რატომ არ განვითარდა მოვლენები ასე?

პოდკასტ Greatest Pop Stars-ის ახალი ეპოზოდი ეძღვნება 90-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მომენტს, როცა ბრიტანულმა საცეკვაო მუსიკალურმა ჯგუფმა აშშ-ის სცენა დაიპყრო.
მეტი