ჯასტინ ბიბერის ახალი ალბომის ერთ-ერთ ტრეკში კომპოზიტორად და ტექსტის ავტორად ემინემი არის მითითებული

ჯასტინ ბიბერის ახალი ჩანაწერის რეპ-გავლენა მხოლოდ ემინემი არ არის.
ჯასტინ ბიბერი და ემინემი
Renell Medrano; Travis Shinn

ჯასტინ ბიბერმა 11 ივლისს R&B ჟანრის ალბომი SWAG გამოსცა. 21-ტრეკიანი ჩანაწერის მოსმენისას მსმენელებმა მოულოდნელად აღმოაჩინეს, რომ Yukon-ზე კომპოზიტორად და ტექსტის ავტორად ემინემი არის მითითებული.

თუმცა, საქმე არც კლასიკურ ავტორობას ეხება და არც მოწვეული არტისტის სტატუსით მონაწილეობას. ტრეკში ბიბერი მაღალი ტონალობით მღერის: I can help you get a move on, like U-Haul, and I know – რაც, რეალურად, ემინემის სიმღერის, Untitled-ის ერთ-ერთი ხაზის ინტერპრეტაციაა. 

ბიბერი დიდი ხანია, ემინემის გულშემატკივარია – 2022 წლის ოქტომბერში ის მეუღლესთან, ჰეილი ბიბერთან ერთად სეირნობისას ემინემის გამოსახულებიანი მაისურით გამოჩნდა. ჯასტინ ბიბერის ახალი ჩანაწერის რეპ-გავლენა მხოლოდ ემინემი არ არის. კარტერ ლენგის პროდიუსერობით შექმნილ ამავე ტრეკში პერიოდულად 2 Chainz-ის ძველი ხმოვანი ჩანართებიც ჩნდება და რეპერი ბექ-ვოკალშიც არის მითითებული.

აღსანიშნავია, რომ ალბომი ბიბერმა განსაკუთრებული ხმაურის გარეშე გამოუშვა – ფანებმა 10 ივლისს ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, ატლანტასა და რეიკიავიკში (ისლანდია) გამოკრულ ბილბორდებზე შეამჩნიეს მინიშნებები. თუმცა, Billboard-ის წყაროების თქმით, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია ბიბერის მუსიკალურ კარიერაში და ის ახალი შემოქმედებითი ეპოქის დაწყებას გეგმავს.

მოუსმინეთ ბიბერის Yukon-ს და ემინემის Untitled-ს: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Backstreet Boys-ის კონცერტების სერია –  Into the Millennium ლას ვეგასში, Sphere-ის სცენაზე

შემდეგი სტატია

ისტორიული კონცერტის – Live Aid-ის 12 მუსიკალური ნომერი, რომლებიც მეტ ყურადღებას იმსახურებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი

გლობალური ონლაინ თამაშის, WARDOGS-ის საუნდტრეკში MokuMoku-სა და Gigilow-ს ნამუშევრები მოხვდა

თამაშის საუნდტრეკში თბილისის ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ ბენდის, MokuMoku-ს You Are Not Invited და რუსთავში დაფუძნებული რეპერის, Gigilow-ს H4ZARD-ია წარმოდგენილი.
მეტი

მას შემდეგ, რაც „ოაზისის” დოკუმენტური ფილმის გამოსვლამ Live ’25-ის ტურნეს გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი გააცოცხლა, ძმები გალაგერები მომავალ წელს კიდევ ერთხელ გაერთიანდებიან

Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი საუბრობენ ჯგუფის 2027 წლის საკონცერტო თარიღებსა და IMAX-ის ფილმზე, რომელმაც ბრიტანული როკჯგუფის თავდაპირველი გაერთიანება ეკრანებზე აღბეჭდა.
მეტი