Torcho-მ ახალი მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

გიორგი თორაძემ სოლო კარიერა 2024 წელს დაიწყო.
Torcho – „გეწყინა?!”

არტისტმა გიორგი თორაძემ, სასცენო სახელით Torcho, ახალი მუსიკალური ვიდეო გაავრცელა. კლიპი გადაღებულია სიმღერაზე „გეწყინა?!”, რომლის მუსიკისა და ტექსტის ავტორი გიორგი სანოძე გახლავთ, რეჟისორი კი – ნუცა ჩაკვეტაძე.

Torcho-მ სოლო კარიერა 2024 წელს დაიწყო, როცა მსმენელს ჯაზ-ფანკის ჟღერადობის სადებიუტო ნამუშევარი Karma და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი წარუდგინა. მაშინ არტისტმა Billboard Georgia-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ეს იყო „მისი მუსიკალური შემოქმედების ახალი თავის დასაწყისი“.

„გეწყინა?!” Torcho-ს რიგით მეორე მუსიკალური ვიდეოა, რომელიც ვიზუალურად მკვეთრად კინემატოგრაფიულია და არტისტის სოლო კარიერის განვითარებას განაგრძობს.

იხილეთ Torcho-ს ახალი ვიდეოკლიპი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ისტორიული კონცერტის – Live Aid-ის 12 მუსიკალური ნომერი, რომლებიც მეტ ყურადღებას იმსახურებს

შემდეგი სტატია

FIFA Club World Cup-ის ფინალის მუსიკალურ შოუზე აუდიტორიის წინაშე Doja Cat, Tems, J Balvin და Coldplay წარდგნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი