ხანძრის მიუხედავად, Tomorrowland 2025 დათქმულ დროს გაიხსნება

ორგანიზატორებმა პირველი უიკენდისთვის ორი პოტენციური სცენარი წარმოადგინეს.
Tomorrowland-ის მთავარი სცენის ხანძარი
STRINGER/BELGA MAG/AFP via Getty Images

Tomorrowland 2025 დათქმულ დროს (18 ივლისი) გაიხსნება, ხანძრის მიუხედავად, რომელმაც 16 ივლისს ფესტივალის მთავარი სცენა სრულად გაანადგურა. 

ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზატორები წერენ: „ასობით ადამიანი დაუღალავად მუშაობს მთავარი სცენის ტერიტორიაზე, რათა ხვალ კარის გახსნა შევძლოთ. ეს არის რბოლა დროის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ამას მსოფლიოში საუკეთესო და ყველაზე გასაოცარ ადამიანებთან ერთად ვაკეთებთ.” 

ორგანიზატორებმა ასევე წარმოადგინეს ორი პოტენციური სცენარი ფესტივალის პირველი უიკენდისთვის. მათი განვითარება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა პროგრესით წარიმართება სამუშაოები კარის გახსნამდე. პირველი ვარიანტის მიხედვით, „თუ მთავარი სცენის ტერიტორია უსაფრთხო იქნება და ახალი აღჭურვილობა დასრულდება, ფესტივალი გაიხსნება ისე, როგორც დაგეგმილი იყო – ყველა ვიზიტორისა და ყველა ტიპის ბილეთისთვის.”

მეორე სცენარი კი იმ შემთხვევაში განვითარდება, თუ ფესტივალის სრული დატვირთვით გახსნა ვერ მოესწრება. ამ შემთხვევაში კემპინგის სივრცე DreamVille და ძირითადი საფესტივალო ტერიტორიები „ერთმანეთისგან განცალკევებით იფუნქციონირებს, რათა უზრუნველოფილი იყოს ყველა სტუმრის უსაფრთხოება”.

თუ სცენარი ამგვარად განვითარდა, DreamVille უმასპინძლებს მთავარი სცენის არტისტებს, რომელთაც პარასკევს უნდა დაეკრათ. ამასობაში კი საფესტივალო ტერიტორიები (მთავარი სცენის გარდა) ღია იქნება სხვა ვიზიტორებისთვის.

მეორე სცენარი იმ ფაქტორის გათვალისწინებით შემუშავდა, რომ მთავარი სცენის ტერიტორია 70 000 ადამიანს იტევს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეს ტერიტორია დაიხურება, შესაძლოა მისმა ვიზიტორებმა სხვა ტერიტორიები გადატვირთონ. ორგანიზატორების თქმით, პარასკევს ფესტივალი 14:00 საათზე (12:00-ის ნაცვლად) გაიხსნება, შაბათს კი, Tomorrowland უკვე სრულად, ყველა საფესტივალო ტერიტორიით, კარს 12:00-დან გააღებს.

აღნიშნული სცენარები მოჰყვა 16 ივლისის ხანძარს, რომელმაც სრულად გაანადგურა ფესტივალის მთავარი სცენა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ჯერჯერობით კვლავ უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

Tomorrowland მსოფლიოს უდიდესი საცეკვაო მუსიკალური ფესტივალია, რომელიც ორი უიკენდის განმავლობაში ჯამში 400 000-მდე ადამიანს მასპინძლობს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

The Late Show with Stephen Colbert 2026 წელს დასრულდება

შემდეგი სტატია

გლასტონბერის ფესტივალის საქმეზე Kneecap-ს ოფიციალურ ბრალდებას არ წაუყენებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლევან შანშიაშვილი - მუსიკოსი

ლევან შანშიაშვილი – მცენარეების იმპულსებით შექმნილი მელოდია, რომელიც არასდროს მეორდება

„ხეები ჩემთვის მუდამ იდუმალებით იყვნენ მოცულნი, მათში სიცოცხლის ამოუხსნელი აზრის განსახიერებას ვხედავდი. სწორედ ამიტომ, ტყე იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ყველაზე მეტად ვუახლოვდებოდი ყოფიერების სიღრმისეულ არსსა და მის განმაცვიფრებელ კანონზომიერებას“. - კარლ გუსტავ იუნგი.
მეტი

საბრინა კარპენტერის Met Gala-ს კაბა კინოფირისგან შეიქმნა

ფირზე აღბეჭდილი კადრები იყო 1954 წლის ფილმიდან „საბრინა“, რომელიც მომღერალმა თავის ყველა დროის ერთ-ერთ საყვარელ ფილმად დაასახელა.
მეტი