გლასტონბერის ფესტივალის საქმეზე Kneecap-ს ოფიციალურ ბრალდებას არ წაუყენებენ

პოლიცია კვლავ იძიებს Bob Vylan-ის გლასტონბერის გამოსვლას, Kneecap-ის Mo Chara კი, გასულ წელს ლონდონის კონცერტზე მომხდარი ინციდენტის გამო, ტერორიზმის ბრალდების წინაშე დგას.
Kneecap 2025 წლის გლასტონბერის ფესტივალზე
Matt Cardy/Getty Images

დიდი ბრიტანეთის პოლიციამ განაცხადა, რომ ირლანდიურ რეპჯგუფ Kneecap-ს ოფიციალურ ბრალდებას არ წაუყენებენ გლასტონბერის ფესტივალზე გამოსვლისას გაკეთებული შეძახილებისთვის – „თავისუფლება პალესტინას” და „F… კირ სტარმერს”.

ეივონისა და სომერსეტის პოლიციამ განაცხადა, რომ მათ დახურეს გამოძიება Kneecap-ის საქმეზე, რომელიც ჯგუფის 28 ივნისის გლასტონბერის გამოსვლას ეხებოდა. 

„დეტექტივებმა მიიღეს რეკომენდაცია სამეფო პროკურატურისგან, რის შემდეგაც გადავწყვიტეთ, აღარ მივიღოთ არავითარი ზომები იმის საფუძველზე, რომ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რაც რეალურ დანაშაულზე მიუთითებს,” – აღნიშნავს პოლიცია. 

თუმცა ეივონისა და სომერსეტის ოფიციალური უწყებები განაგრძობენ გამოძიებას Bob Vylan-ის 29 ივნისის გლასტონბერის გამოსვლაზე, სადაც ბენდის სოლისტი მღეროდა „სიკვდილი ისრაელის თავდაცვის ძალებს”.

ამასობაში ტერორიზმის ბრალდების წინაშე დგას Kneecap-ის სოლისტი Mo Chara გასულ წელს ლონდონის კონცერტზე მომხდარი ინციდენტისთვის. კონცერტიდან გავრცელებულ ვიდეოში ისმის, თუ როგორ ყვირის მუსიკოსი ფრაზებს „დიდება ჰამასს, დიდება ჰეზბოლას” და ჰეზბოლას დროშას შლის. 

Kneecap გლასტონბერის ფესტივალის საქმეზე გამოძიების დასრულების შესახებ პოლიციის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: „პოლიტიკური დაშინების მცდელობის ერთი ელემენტი დასრულდა.”

„ჩვენ გლასტონბერიზე ისტორიული პროგრამა შევასრულეთ,” – ვკითხულობთ ჯგუფის განცხადებაში. “თითოეულმა ადამიანმა, რომელმაც ეს გამოსვლა ნახა, იცის, რომ კანონი არ დარღვეულა, ახლოსაც კი არ იყო ამასთან. თუმცა პოლიციამ მაინც განაცხადა, რომ გამოძიებას იწყებდნენ. ეს პოლიტიკურია. ეს მიზანში ამოღებაა. ეს სახელმწიფოს მხრიდან აზრის ჩახშობაა. ჩვენ ბრძოლას განვაგრძობთ. ჩვენ გავიმარჯვებთ.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ხანძრის მიუხედავად, Tomorrowland 2025 დათქმულ დროს გაიხსნება

შემდეგი სტატია

Shaquille O'Neal/DJ Diesel Stephen Bondio for Insomniac Events

შაკილ ო’ნილმა ახალი EP-ის თითოეული ტრეკი დეტალურად განიხილა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი